workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუ მურარას ტრანსფერი რთულდება | MD

ნეტუ მურარას ტრანსფერი რთულდება | MD

კატალონიის “ბარსელონას” სათადარიგო მეკარის, ნეტუ მურარას მომავალი ბუნდოვანია – კლუბს მისი გაყიდვა სურს, რაც თავად ფეხბურთელის გეგმებშიცაა, რადგან მისი მიზანი მეტი სათამაშო დროის მიღება გახლავთ.

თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 31 წლის კარის დარაჯის ტრანსფერი საგრძნობლად რთულდება, ვინაიდან, ისეთი გუნდი, რომელიც მას შეიძენს ან იჯარით აიყვანს და ხელფასს სრულად გადაუხდის, ჯერჯერობით, არ ჩანს.

ბრაზილიელ მოთამაშეს, რომელიც “ბლაუგრანაში” 2019 წლიდან ირიცხება, ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

ადრე გავრცელებული ცნობით, თუ გამოცდილი მეკარე “ბარსას” რიგებს დატოვებს, კატალონიელებმა, შესაძლოა, მის შემცვლელად და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დუბლიორად ჟორდი მასიპი (“ვალიადოლიდი”) ან აიტორ ფერნანდესი (“ლევანტე”) დაიმატონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 11 ივლ 2021, 22:27
    #5

    ხოდა თუ ვერ ვუშვებთ დაიკლოს ხელფასი და დატოვეთ ისედაც არ გვეყოლება შტეგო საწყის ეტაპზე და კი ითამაშებს ეს

  • Joakim Brodén
    schedule 11 ივლ 2021, 21:05
    #4

    ციტატა: The Djoker
    დაიდო მე-20 კარიერული სლემი,რითაც გაუთანაბრდა ნადალსა და ფედერერს 🙂 ეს არის ჯოკოვიჩი – ფოლადის კაცი,არადა ზოგიერი აქ "ვეზირად" მოისხენიებდა რამდენიმე წლის წინ,ახლა კი მეფის ტახტაზე ზის ერთპიროვნულად 🙂


    სასწაულია, კარიერის ბოლოს ძაან დიდი ალბათობით ისტორიის საუკეთესო ჩოგბურთელის კიარა ისტორიის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ექნება

  • The Djoker
    schedule 11 ივლ 2021, 20:59
    #3

    დაიდო მე-20 კარიერული სლემი,რითაც გაუთანაბრდა ნადალსა და ფედერერს 🙂 ეს არის ჯოკოვიჩი – ფოლადის კაცი,არადა ზოგიერი აქ "ვეზირად" მოისხენიებდა რამდენიმე წლის წინ,ახლა კი მეფის ტახტაზე ზის ერთპიროვნულად 🙂

  • Nikabedinadze
    schedule 11 ივლ 2021, 20:10
    #2

    მოკლედ რაა,ძალიან რთული სიტუაციები დაუტოვა ბართომეუმ ლაპორტას,ისე უწესებდა ხელფასებს ამ ბალასტ ფეხბურთელებს თითქოს კაპიკები ყოფილიყოს

  • Joakim Brodén
    schedule 11 ივლ 2021, 19:58
    #1

    სეზონი შეიძლება ისე დაიწყოს, რო ნორმალური მეკარე არ გვყავდეს და ამის გაყიდვაზე ასე თავგანწირულები რატო ჩალიჩობენ