ცოტა ხნის წინ დასრულდა კოპა ამერიკის ფინალური დაპირისპირება, რომელიც “მარაკანაზე”, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ, ლიონელ მესის არგენტინამ, ანგარიშით, 1-0 მოიგო.
შეხვედრა “ალბისელესტესთვის” კარგად დაიწყო. 22-ე წუთზე, როდრიგო დე პაულის ბრწყინვალე პასის წყალობით, ანხელ დი მარიამ ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და ედერსონ მორაესს თავზე გადაუგდო.
მეორე ტაიმში ბურთის ფლობაში “სელესაოს” უპირატესობა გაიზარდა და 53-ე წუთზე რიშარლისონმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, თამაშგარე მდგომარეობის გამო, გოლი არ ჩაითვალა. მალევე, სწორედ მისი უძლიერესი დარტყმა ემილიანო მარტინესმა მოიგერია. ამის შემდეგ არგენტინელებმა თამაში შედარებით გაათანაბრეს და ორმხრივი შეტევები წავიდა, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. 88-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ ბარბოსამ კარგი შანსი მიიღო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. თავის მხრივ, ლიონელ სკალონის გუნდმა მეტოქეს ერთ წუთში უპასუხა – როდრიგო დე პაულის ბრწყინვალე პასის შემდეგ ედერსონთან პირისპირ ლეო მესი დარჩა, მაგრამ ამ უკანასკნელს ფეხი დაუცდა.
საბოლოოდ, დი მარიას გოლი გადამწყვეტი გამოდგა, რომელმაც არგენტინასა და ლიონელ მესის ნანატრი ტიტული მოაპოვებინა!
ყველა ბოღმიანი ჩაი*ვას😁 7 ოქროს ბურთი წამოვიდა მეფესთან👑🤴
მეშვიდ-7-დე, მგონი ესაა სწორი ფორმა
ოქრო ბურთიც ქამიიინგ 💙
2017 წლის PSG-თან გამარჯვების შემდეგ პირველად მივიღე ესეთი სიამოვნება და ემოციები გამარჯვებისგან,ეხლა ვერავინ იტყვის რომ მესის სანაკრებო ტიტული არ აქვს მოგებული და არ არის საუკეთესოო,ღმერთს მადლობა რომ მესის ერას მოგვასწრო..გილოცავთ❤️❤️✊✊
ჩვენი ლომი ჩემპიონია ასეთი არგენტინის მჯერა მე და დაიდოს მეშვიდე გოლდენ ბოლ ბიჯო🖤🖤🖤🖤🖤
ტიპი რა სიკლასნეა ბომაბრდირიც გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც და პლიუს კოპა ამერიკა აეგრეეე მე-7 ოქროს ბურთიც მოდის🔥🔥❤❤
გილოცავ ლეო, და გილოცავთ ყველას ვინც ვგულშემატკივრობდით ლეოს და არგენტინას, ღმერთმა ბევრი მოგვცეს ესეთი სასიხარულო და ესეთი ბედნიერი დღეები და წუთები, მეფე თასით ხელში, ბრაზილიაში!!! მე 7 დე ოქროს ბურთი ნამდვილად რომ გზაშია…❤️❤️❤️
როგორც იქნა!!!! ვულოცავ მესის ვულოცავ არგენტინის ყველა გულშემატკივარს ( დღეს მეც არგენტინის ფანი ვიყავი და დარწმუნებული ვარ ჩემნაირად ძალიან ბევრი მესის გამო ) და მესის დიდ სანაკრებო პირველ ტიტულს. მსოფლიოც მიაყოლე არ მეწყინება!!! ღირდა გათენებათ ეს სიხარული
ცრემლი მომადგა ისე გამიხარდა :)))
ბევრი ვინერვიულე ერთი სული მქონდა დროის გასვლის რო არ გაეტანა ბრაზილიას. ბოლოს ვეღარ გავუძელი და ლაივი გავთიშე საერთოდ :დდდ
გილოცავთ მესის ტიტულს, იმედია მსოფლიო თასსაც ჩაიხუტებს შემდეგ წელს <333
მარადონას სურათები ეჭირათ ტრიბუნებზე
გილოცავთ არგენტინის ქომაგებს არ მეგონა ბრაზილიას მარაკანაზე თუ მოუგებდა ეს სკალონი ახალი ჟოზეაა რა ნაჯახი ფეხბურთი ითამაშაა 😂😂😂😂
მარადონა როგორ ვერ მოესწრო ამას თარსი იყო ეტყობა 🤣 ესე გახარებული მესი მე არ მახსოვს
ეხლა რომ კარიერა შეწყვიტოს 😄🤣
ისეთი გახარებული იქნება უეჭველი გაახანგრძლივებს კონტრაქტს
ტიპს რასაც ქვია ტვირთი მოეხსნა ზურგიდან. აწი უფრო ლაღად ითამაშებს ნაკრებში.
ვისი და რომელი კლუბის ფანიც არ უნდა იყო ამ კაცის სანაკრებო ტიტული ყველას გაახარებს ❤❤❤❤ კოპასთან ერთად მე-7 ოქროს ბურთსაც ჩაიხუტებს ჩვენი მესია … უბრალოდ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი !
ვულოცაც მესის და მთელ არგენტინას.
ეს ერთი და სხვა მრავალი კიდევ..

კაცს ასე მოხდომოდეს ბარსადან წასვლა არ ვიცი მოკლედ,წავიდა და ტიტულიც მოიგო.😀
Hola Argentina!
აეეეე აეეეეეეე ვამოოოოოს მესიიი ვამოოოოოს ❤️❤️❤️