“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ პედრი გონსალესი ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას:
პედრისთვის ოლიმპიადაზე თამაში ზედმეტია. ფეხბურთელები დაცულები უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშები სპორტის სხვა სახეობებისთვის უფროა განკუთვნილი, ვიდრე ფეხბურთისთვის.
ტოკიოში გასამართი სპორტული ღონისძიების მიღმა 18 წლის ფეხბურთელის დატოვება კლუბსაც სურდა, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კატალონიელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, თავად გონსალესმაც განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე თამაში მისთვის პორბლემას არ წარმოადგენს.
6 თვის ჰასკს რომ გაიყვან მინდორზე და თოკს რომ ქაჩავ, არ ირბინოო…

ეგრეა ეს ბავშვი დიდ ტურნირებზე
ფეხბურᲗელები დაცულები უნდა იყვნენ ამას ამბობს კუმანი რომელმაც პედრის სული ამოხადა და ფატიმ სანამ ტრავმა არ მიიᲦო არ დაასვენა
საბედნიეროდ პედრი ტრავმებისკენ მიდრეკილი არაა
გეთანხმები მაგაში რონალდ😉.ოლიმპიადა უფრო სხვა თამაშებისთვის ასოცირდება ვიდრე ფეხბურთისთვის
ვეტანხმები,ოლიმპიადებზე არადროს მიყურებია ფეხბურთისთვის.ცოდოა პედრიტო დაასვენონ კაცი.
გადაიწვება ეს ბოლოს ჯობია დაისვენოს და ახალი სეზონისთვის მოემზადოს