workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი Goal-ის მიხედვით

ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი Goal-ის მიხედვით

2020 წელს, გარკვეული მიზეზებით, “ოქროს ბურთი” არავის გადაეცა, წელს კი აღნიშნული ჯილდო ბრუნდება – მას ახალი მფლობელი დეკემბერში ეყოლება.

ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, Goal გვთავაზობს კანდიდატებს, რომლებსაც უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ტიტულის მოპოვების შანსი ექნებათ.

აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს ლეო მესი იკავებს, რომელიც, ამავდროულად, ბოლოს გათამაშებული “ოქროს ბურთის” გამარჯვებულია – მან რიგით მეექვსე პრიზი 2019 წელს მოიპოვა.

აგრეთვე, პრეტენდენტთა შორისაა “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი, პედრი გონსალესი, რომელიც მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

იხილეთ სრული ჩამონათვალი:

  1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
  2. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 
  3. ნ’გოლო კანტე (“ჩელსი”) 
  4. რომელუ ლუკაკუ (“ინტერი”)
  5. კილიან მბაპე (პსჟ)
  6. კევინ დე ბრუინე (“მანჩესტერ სიტი”)
  7. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”)
  8. რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”)
  9. ერლინგ ჰოლანდი (“დორტმუნდი”)
  10. ნეიმარი (პსჟ)
  11. ქარიმ ბენზემა (“რეალი”) 
  12. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
  13. რუბენ დიაში (“მანჩესტერ სიტი”)
  14. მეისონ მაუნტი (“ჩელსი”)
  15. ჟორჟინიო (“ჩელსი”)
  16. ფილ ფოდენი (“მანჩესტერ სიტი”) 
  17. ფედერიკო კიეზა (“იუვენტუსი”)
  18. ილქაი გიუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი”)
  19. პედრი (“ბარსელონა”)
  20. ნიკოლო ბარელა (“ინტერი”)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 06 ივლ 2021, 12:19
    #8

    ლეოსია უეჭველი

  • KING_BARCA
    schedule 06 ივლ 2021, 03:27
    #7

    მე 7 დე ოქროს ბურთი ლეოს, ეს დარჩება და დარჩება ისტორიას და ისტორიად…

  • Don_Andresito
    schedule 06 ივლ 2021, 02:26
    #6

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    კანტემ მაგრად ითამაშა რეალთან ორივე შეხვედრა და ფინალშიც კაი იყო მარა ამის გამო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული რამდენად ეკუთვნის არ ვიცი სავარაუდოდ მესის გადასცემენ წელს


    ევროც რო მოეგო მთავარი პრეტედენტი იქნებოდა მარა ამ ეტაპზე მაქსიმუმი სამეულში შესვლაა, თან ფრანს ფუტბოლი ცოტას წამასტავს როგორც ფრანგს. კიდევ კეინს აქვს სერიოზული შანსი, პრემიერ ლიგის საუკეთესო იყო წელს, ხმებით მეორეზე გავიდა მარა ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გახდა ერთდროულად. ევროც თუ მოიგო ხო იცი ბრიტანული პრესა გააღმერთებს და სამეულშიც ამოყოფს თავს. მარა ლეომ თუ კოპა დადო, ლეო წაიღებს. მაინც სვა პოპულარობა აქვს. რონალდოც შეიძლება სამეულში მოხვდეს პოპულარობის გამო, თორე ევროზე გატანილი 5 გოლი ფასობს მარა 11 მეტრზე შორიდან ერთი მაინც გაეტანა. არ ქონდა კარგი ევრო ჩესნად რო ვთქვათ. მოკედ კანტე ლეო კეინი რონალდო აქედან შედგება სამეული. ნუ მიზერული შანსი ნეიმარსაც აქვს თუ კოპა მოიგო. მარა იტალია რო გახდეს ჩემპიონი წარმოიდგინეთ რა ღადაობა იქნება ჟორჟინიო, კაცმა ლიგა და ევრო მოიგო და ორივეგან ძირითადის კაცია 😀 მარა პიარი 0 აქვს და 5 ხმასაც ვერ მიიღებს. როგორც ვარანმა 2018 ში, მსოფლიო და ლიგა დადო, ვან დეიკი გააღმერთეს 1 კარგი სეზონის გამო, გააპიარა ბრიტანულმა პრესამ, ცაში აიყვანა და ლამის ოქრო მისცეს, როცა 2018 ში ვარანს იდეალური წელი ქონდა, მსოფლიო, ლიგა, მარა 10 უშლიც ვერ მოხვდა. ბაბუ ფლოროს მოენდომა და ოქროსაც მისცემდა. მოდრიჩი რო რეალიდან წასულიყო მაგ წელს მერე უცებ გადააპიარებდა ვარანს და მოდრიჩს რონალდოსავით დასჯიდა რეალიდან წასვლისთვის, მარა რახან დარჩა, ვარანი ყველამ დაიკიდა. მოკკლედ ჩემთვის 0 აქვს ფასი მაგ ჯილდოს. ინიესტას აქვს ჩემი გადმოსახედიდან ყველა ოქროს ბურთი რაც გამოჩნდა იმის მერე 😀

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 06 ივლ 2021, 02:05
    #5

    კანტემ მაგრად ითამაშა რეალთან ორივე შეხვედრა და ფინალშიც კაი იყო მარა ამის გამო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული რამდენად ეკუთვნის არ ვიცი სავარაუდოდ მესის გადასცემენ წელს

  • davidus2020
    schedule 06 ივლ 2021, 02:00
    #4

    ისე შარშან ასი პროცენტით ლევანს იყო პრიზი,ტიპს მაგრა არ გაუმართლა

  • Iniesta_8
    schedule 06 ივლ 2021, 01:59
    #3

    კოპას თუ მოიგებს ვეღარავინ შეეცილება მესის, მარა კოპა თუ ვერ მოიგო ვის უნდა გადასცენ აზრზე არ ვარ. მირჩევნია ისევ ლევანდოვსკის მისცენ, შარშან ეკუთვნოდა და წელსაც კაი სეზონი ჰქონდა, პროსტა ტრავმა ცუდ დროს მიიღო და ნაკრებიც უვარგისი გამოადგა.

  • gecheche
    schedule 06 ივლ 2021, 01:54
    #2

    კანტეს მაგივრად ევროპის ჩემპიონატით რო ვიმსჯელოთ ბარელა უნდა იყოს ან კიეზა რა კანტე არაფერი გაუკეთებია ტიპს და სამეულშია

  • M10 S9 D11
    schedule 06 ივლ 2021, 01:47
    #1

    რა კანტე ნერვები მეშლება რის გამოა სამეულში ვერ ვხვდები