workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არგენტინამ იმარჯვა, მექსიკამ ვერა

არგენტინამ იმარჯვა, მექსიკამ ვერა

გუშინ გაიმართა ამხანაგური მატჩები. ამ მატჩებში მონაწილეობდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელებიც. მარკესისა და ჯოვანი დოს სანტოსის მექსიკამ ინგლისის დამარცხება ვერ შეძლო ხოლო არგენტინამ 5:0 სძლია კანადას.

ინგლისმა ძალზე დამაჯერებლად დაამარცხა მექსიკა ანგარიშით 3:1. გოლები ევროპელების მხრიდან: კინგის, კრაუჩისა და ჯონსონის ანგარიშზეა, ხოლო მექსიკიდან თავდამსხმელი გილერმო ფრანკო გამოირჩა. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო “ბარსას” ორმა ფეხბურთელმა”-რაფაელ მარკესმა და ჯონათან დოს სანტოსმა. პირველმა მათგანმა მთელი მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალგაზრდა დოს სანტოსი 72–ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე დასვეს. რაც შეეხება არგენტინას, სამხრეთ ამერიკელებმა გუშინ კანადა 5:0 გაანადგურეს.ბუნებრივია ამ მატჩზე გამოძახებული იყო “ბარსას” მე–10 ნომერი ლეო მესი.  დიეგო არმანდო მარადონამ იგი არ ათამაშა. გუნდს მისი დახმარება აშკრად არ ჭირდებოდა, ამიტომაც დონ დიეგომ მესი უბრალოდ დაასვენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში