ნეტუ "კამპ ნოუზე" სადებიუტო მატჩს ჩაატარებს

ნეტუ "კამპ ნოუზე" სადებიუტო მატჩს ჩაატარებს

დღეს, "ბარსელონა" ლა ლიგის მესამე ტურში "ვილიარეალს" უმასპინძლებს. ეს ნეტუსთვის "კამპ ნოუზე" "ბარსას" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი იქნება.

აქამდე, ბრაზილიელს "ბარსას" შემადგენლობაში 5 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და 5-ივე სტუმრად. 

ამ 5 მატჩიდან "ბარსელონამ" 3 მოიგო ("ინტერი", "ალავესი", "იბიცა"), 1 წააგო ("ატლეტიკო") და 1 ფრედ დაასრულა ("ესპანიოლი"). ჯამში, მეტოქეებმა მისი კარი 7-ჯერ აიღეს.

თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 31 წლის მეკარე "კამპ ნოუზე" იასპარეზებს. მას "ბარსას" საშინაო არენაზე ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩატარებული ("არსენალი" და "ელჩე"), ორიც - "ვალენსიას" მაისურით.

"ვილიარეალთან" დაპირისპირდება სტარტს, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 27 სექტემბერი 2020 20:26
    2
    ციტატა: cezo45
    5 თამაში და 7 გოლი ძმაოო სერიოზული განაცხადია :😄😄
    ერთი კაი მეკარეც გვინდა ტერშტეგენის შემცვლელად თორე ეს არც ისე საიმედო კიპერია..ბარსა ბ_ს მეკარე ვინარის ახლაა?

    მე მგონია მამარდაშვილიც კი აჯობებს ნეტუს!
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #4 27 სექტემბერი 2020 20:17
    1
    cezo45,
    Inaki pena
    ფანი [?]
    #3 27 სექტემბერი 2020 20:14
    1
    სუარესის ჩამოწერა ესე მარტივად როარ შეიძლებოდა ამ ყველაფერს კიდე ბევრჯერ დაამტკიცებს თავისი თამაშით. ძაან გამიტყდა პროსტა ეს რა გააკეთეს მართლა მირჩევნოდა გრიზმანი გაეშვათ უფასოდ. გრიზმანი როგორც იგროკი უდავოდ შეუდარებელია მარა ბარსაში მეზიზღება ვერ აყვა გუნდს და მაგას ვერასდროს ვერ შეძლებს. კაროჩე რა ნერვები დამაწყდა აღარ მინდა ვაფშე ფეხბურთის გაგონება 1-2 წელი იქნებ მერე მაინც რამე წესიერი მოხდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 სექტემბერი 2020 20:10
    0
    იმედია წარმატებული სადებიუტო მატჩი ექნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 სექტემბერი 2020 20:08
    0
    5 თამაში და 7 გოლი ძმაოო სერიოზული განაცხადია :😄😄
    ერთი კაი მეკარეც გვინდა ტერშტეგენის შემცვლელად თორე ეს არც ისე საიმედო კიპერია..ბარსა ბ_ს მეკარე ვინარის ახლაა?