workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკის ალტერნატივა ნაპოვნია

სესკის ალტერნატივა ნაპოვნია

 კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურ საიტზე რამდენიმე დღით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხერარდ პიკესა და კარლეს პუიოლის პოზიციებს შორის ტიაგო ალკანტარა იკავებდა ადგილს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

 რამდენიმე დღის წინ საიტზე ორ ცენტრალურ მცველს შორის ადგილი ეკავია ახალგაზრდა ნახევარმცველს, რაც იმის მანიშნებელია, რომ იგი 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

 არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს საიტის ადმინისტრაციის შეცდომა იყო, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს ერთგვარ მინიშნებას წარმოადგენდა, რადგან მანამდე ყველაფერი წესრიგში იყო.

 

 ცნობილია, რომ პეპ გვარდიოლა ხავისნაირ ფლეიმეიკერს ეძებს და მას 4-ნომრიან მაისურს უნახავს. აქამდე ასეთი ნახევარმცველი ნაპოვნი იყო. საუბარია სესკ ფაბრეგასზე, რომელიც ძალიან ახლოს იყო კატალონიურ კლუბში დაბრუნებასთან, თუმცა არსენ ვენგერი არ აპირებს კაპიტნის დათმობას. ეს კი ჯერჯერობით გადაულახავი ბარიერია “ბარსასთვის”. თუ არაფერი არ შეიცვალა, დღეს ფაბრეს დაბრუნების შანსები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი ლონდონის “არსენალში” დარჩენისა, მიუხედავად იმისა, რომ სესკსაც და “ბარსასაც” ძალიან სურს ამ ტრანსფერის განხორციელება.

 

 ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ პეპ გვარდიოლამ, თავის მხრივ, ხავის მომავალი შემცვლელის შემცვლელიც იპოვა ტიაგო ალკანტარას სახით. მომავალი სეზონიდან ბრაზილიური წარმოშობის, ესპანეთის მოქალაქე კლუბის პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

 

 ოფიციალურ საიტზე დაშვებული შეცდომა დროებითი გამოდგა. იგი მალევე გამოსწორდა და ალკანტარამ კლუბის ფეხბურთელთა სიაში ბოლო ადგილი დაიბრუნა(ჯერჯერობით მას 34-ნომრიანი მაისური აქვს მიკუთვნებული).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward