ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 ივნისს მოხდა.

თამაშები

29 ივნისს “ბარსელონას” 4 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1915 წელი

ხოაკინ პერისის გადადგომის შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი რაფაელ ლიოპარტმა დაიკავა.

1928 წელი

ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” “სოსიედადი” 3-1 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები სამიტიერმა, აროშამ და სასტრემ გაიტანეს.

1939 წელი

“ბარსელონას” საშინაო არენამ, “ლეს კორტსმა” ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ პირველ ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლა. “ბარსელონამ” “ბილბაო” 9-1 გაანადგურა.

1962 წელი

დაიბადა ჟოან ლაპორტა.

1974 წელი

მადრიდში გამართულ ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 0-4 განადგურდა.

1983 წელი

“კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდის” 2-1 დამარცხებით “ბარსელონამ” ესპანეთის ლიგის თასის პირველი გათამაშება მოიგო. მადრიდელთა კარში გოლები მარადონამ და ალეშანკომ გაიტანეს.

2010 წელი

“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ ტიერი ანრი და იაია ტურე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდნენ.

2020 წელი

“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ “იუვენტუსთან” არტურისა და მირალემ პიანიჩის ტრანსფერებზე შეთანხმებას მიაღწია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    29 ივნ 2021, 13:12

    29 ივნისს "ბარსელონას" 4 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.
    და ნოლი ფრე რატო აღარ დაწერეთ? ხო წერდით ხოლმე.