workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეპაის სტატისტიკა რონალდ კუმანთან ერთად

დეპაის სტატისტიკა რონალდ კუმანთან ერთად

ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ რონალდ კუმანმა თქვა, რომ სწორედ ის ლობირებდა თანამემამულის “ბარსელონაში” გადმოსვლას.

მართლაც, 2018-2020 წლებში, იმ პერიოდში, როდესაც ბენილუქსელებს კუმანი წვრთნიდა, დეპაის შესანიშნავი შედეგი ჰქონდა. იმ დროს ნიდერლნადელთა მაისურით მემფისმა 18 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში 11 გოლი და 12 ასისტი იყო.

აღნიშნულ 2-წლიან მონაკვეთში ის ყველაზე შედეგიანი იყო, მეორე ადგილზე 10 გოლით ჯორჯინიო ვეინალდუმი მოდიოდა.

ჩატარებული შეხვედრების მხრივ, მაშინ ჯერ კიდევ “ლიონის” თავდამსხმელი მეორე ადგილს იასპერ სილესენთან ერთად იყოფდა. პირველ ადგილზე რონალდ კუმანის გუნდში 20 თამაშით მატიას დე ლიხტი იყო.

5 დღის წინ “ბარსელონამ” მემფის დეპაი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 500 მილიონი ევროა მითითებული. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავდამსხმელი მშენივრად გამოიყურება. მის ანგარიშზე 2-2 გოლი და ასისტია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 26 ივნ 2021, 16:00
    #3

    მაინტერესებს ცენტრში გრიზმანი დადგება თუ დეპაი. რეალურად სუფთა 9იანი არცერთია. აგუერო სკამზე იქნება დიდი ალბათობით. სუფთა 9იანი არც გრიზია და არც დეპაი. რომელიმეს მოუწებმვს მარცხნივ თამაში. დეპაი იდეალური იქნება მარცხენა ფლანგზე აი გრიზმანი რას იზამს არ ვიცი. არც ცენტრფორვარდია არც ვინგერი. ტიპური მეორე ფორვარდია. ამას წინ ჟირუსნაირი ვინმე უნდა პირველ ბურთს რო დაუგდებს და სივრცეებს რო გაუხსნის და ასეთი არავინაა ბარსაში. ფელიქსში რო გაგვაცვლევინა იიფ

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2021, 15:29
    #2

    ანუ სტატისტიკა უმაგრესია ხომ. ვნახოთ ახალი სეზონი და თვენახევარშიო.

  • me da barca
    schedule 26 ივნ 2021, 11:26
    #1

    500 ცოტაა, ნეიმარივით არ აგვახიოს ვინმემ.
    ნეიმარზე გამახსენდა. მისი წათრევის მერე დაიწყო ბარსას უბადურება და ამიტომ ნეიმარის ოჯახში ირბინა შიშველმა ჯეი ჯეი ოკოჩამ.