ბრაზილიის ნაკრები ისევ შეუჩერებელია. ტიტეს გუნდს კოპა ამერიკის ჯგუფის მოსაგებად მხოლოდ 3 თამაში დაჭირდა.
“სელესაო” მე-3 შეხვედრაში კოლუმბიას დაუპირისპირდა და 3 ქულა აიღო, თუმცა წინა 2 შემთხვევისგან განსხვავებით გაჭირვებით. ბრაზილიელები მე-10 წუთიდან მოყოლებული აგებდნენ. მათ 78-ე წუთზე ფირმინოს გოლით გაათანაბრეს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე კი გამარჯვების გოლი კაზემირომ გაიტანა.
არბიტრს ამდენი დროის დამატება იმის გამო მოუხდა, რომ ბრაზილიელთა პირველ გოლს დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ. საქმე ისაა, რომ შეტევის დროს ბურთი მსაჯს მოხვდა და მიმართულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ დროს თამაში აუცილებლად ჩერდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა და გოლი ჩაითვალა.
“ბარსელონას” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო იყო.
ბრაზილიამ ჯგუფი მოიგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ არგენტინაც იმავეს გააკეთებს, ეს გუნდები ერთმანეთს ფინალამდე ვერ შეხვდებიან.
ექტორ პიტანამ ასისტი მიითვალა, გადით, მომწყდიტ თავიდან, ფინალამდე იქნება სხვამ გაგადოთ და თუ იქ შევხვდით, მერე გიტირებთ ყოფასო

ეს ბრაზილია ამერიკის კონტინენტზეა შეუჩერებელი, სუსტი გუნდების ფონზე, თორემ ევროპაში მაუგლი არ დაახატოს ვინმეს.
ლეომ გაიპარსოს ფინალის წინ და მერე ნეიმარებსაც ამოიდებს იღლიაში ფირმინოებსაც.
რა ხოდზე არიან დრგრადირებული კოლუმბია და ჭ კლასის ნაკრებები იქით ჩილე არგენტინა ურუგვაი პარაგვაი დააწყვიტეს ერთმანეთს
ვნახოთ ვნახოთ წინასწარ მაინც ვერ ვიძახი გინდა თუ არა მოიგებს თქო. უბრალოდ არ გამიკვირდება თუ მოიგებენ მითუმეტეს ბრაზილიაში ტარდება და უფრო დიდი შანსი აქვთ მოგების
რა ხოდზე არიან დრგრადირებული კოლუმბია და ჭ კლასის ნაკრებები იქით ჩილე არგენტინა ურუგვაი პარაგვაი დააწყვიტეს ერთმანეთს
კოპას რატომღაც მგონია ბრაზილია მოიგებს.
ესენი ისეთ ხოდზე არიან არ გამოვრიცხავ რო ზედიზედ მეორედ მოიგონ კოპა