რაფინია ერთადერთი თავდამსხმელი იყო, რომელმაც პარასკევს ბრაზილიის ნაკრების უინტერესო ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიის წინააღმდეგ (1-1) სრულად ითამაშა. თუმცა კარლო ანჩელოტისთვის, რომელმაც “რეალ მადრიდში” მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ “სელესაოს” საჭე ჩაიბარა, ოკეანეთში მოგზაურობა უაღრესად სერიოზული საკითხია.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა “ბარსელონას” შემტევი თავის მთავარ საყრდენად აქცია, რაც კატალონიურ კლუბში დაგროვილი დაღლილობის გამო დიდ შეშფოთებას იწვევს. როგორც ჩანს, ანჩელოტი რაფინიას ამოსუნთქვის საშუალებას არც იმავე ავსტრალიასთან დაგეგმილ მეორე სპარინგში მისცემს: სამშაბათს, ბრისბენში გასამართი შეხვედრისთვის (თბილისის დროით 14:00 საათზე) ის ენდრიკის ნაცვლად რაფინიას ცხრიანის პოზიციაზე გამოსაყენებლად ამზადებს. ამგვარად, ანჩელოტი ჰანსი ფლიკის მიდგომას გაიმეორებს, რომელმაც ბრაზილიელი სეზონის სტარტიდან შეტევის ლიდერად აქცია და გამანადგურებელი შედეგიც მიიღო – რაფინიამ რვა შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.
მაშინ, როცა თაუნსვილში “რეალ მადრიდის” ფეხბურთელებმა, ვინისიუსმა და ენდრიკმა მოედანი 65-ე წუთზე დატოვეს, ხოლო ესტევაო (“ჩელსი”) 76-ე წუთზე შეცვალეს, ანჩელოტიმ რაფინია შემტევი ნახევარმცველის როლში მატჩის ბოლომდე დატოვა. გადაწყვეტილებამ გაამართლა, რადგან სწორედ მის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა რაიანის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლი, რომელმაც გუნდი მარცხისგან იხსნა.
ბრაზილიური პრესის ცნობით, რაფინია, ვინისიუსი და ბრუნო გიმარაეში (“არსენალი”) ის ფეხბურთელები არიან, ვინც სასტარტო თერთმეტეულში ადგილს შეინარჩუნებენ. მსოფლიო ჩემპიონატზე ნორვეგიასთან მერვედფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ანჩელოტი, რომლის კონტრაქტიც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან 2030 წლამდეა გათვლილი, ავსტრალიასთან ფრის შემდეგ მკვეთრ რეაქციას ითხოვს.
ამას გარდა, შაბათს, 3 ოქტომბერს (თბილისის დროით 18:00 საათზე) კალკუტაში ინდოეთთან კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც რაფინია ადგილობრივი პუბლიკისთვის მთავარი აფიშა იქნება. ეს ყველაფერი კი “ბარსელონას” გულშემატკივრებში დიდ განგაშს იწვევს, რადგან წინ უმძიმესი ოქტომბერია – შეხვედრებით “ხეტაფესთან”, “გალათასარაისთან”, “ბეტისთან”, პსჟ-სა და “რეალ მადრიდთან”.
ხავიმ მოიგო და ლამაზად ითამაშა ჰოლანდიამ მიხარია მაგ კაცის წარმატება,რაც შეეხება ამ დედა სახნავ ანჩელოტის უნდა აუცილებლად რო რაფინია დატრავმოს რაც მაგან ანჩელოტის და რეალის დამართა გამწარებული არი.
ყველას ასვენებს ამის გარდა აშკარად დატრავმა უნდა, იმას მაინც ვერ იაზრებს ტიპი, რომ მერე მთელ ბრაზილიას დაერხევა ამას რო რამე მოუვიდეს?!
ბრაზილია სულ კიდია. მომავალ მსოფლიომდე ვერც მიატანს ტიპი. პროსტა ბარსა ეზიზღება და რაფას ტრამვას წურავს იქნებ მერე პერესმა რაიმე გზით მადლობა გადაუხადოს. მეზიზღება ეგ კევიღეჭია სლე კაცი
Meti gamocda da dakvirveba rad unda tipi dafrinavs rasac qvia mashin pirvel taimi atamashos marto da mesame tamashi daasvenos saertod
ხოდა მოვუტ*ან დედის წარბი