“ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელი, კონრად დე ლა ფუენტე, პარასკევს, “მარსელში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, წერს Mundo Deportivo.
ფრანგულ კლუბსა და “ბარსას” შორის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება გასულ კვირაში შედგა. კატალონიელები, ამერიკელის სანაცვლოდ, 3.5 მილიონ ევროს მიიღებენ და, ამავდროულად, მასზე უფლებების 50%-ს შეინარჩუნებენ. კონრადი “მარსელთან” 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
იგი “ლა მასიაში” 2014 წელს მოხვდა. პირველი გუნდის რიგებში მას ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
და ჩვენ რატომ ვერავინ მოგვყავს 3-4 მილიონად? ყველას 100-150 უნდა ვიხადოთ და მერე მაგის მეათედები ვუხადოთ ხელფასად? და თანაც რო არ გამოდგნენ ვერაფერს ვერ ვშველით.
ესეიგი მომიწევს მარსელის თამაშებს ჩავუჯდე მაგრად მაინტერესებს როგორ ითამაშებს
კი ასეა
ისე რა მაინტერესებს. თუ გაიყიდა თანხის 50% ხო ჩვენია და ჩვენ თუ მოგვინდა ყიდვა ნახევარ ფასში ვიყიდით?