ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 ივნისს მოხდა.

თამაშები

11 ივნისს “ბარსელონას” 2-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა ორივე თამაში წააგეს.

1903 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ვისენს პიერა. 1915-1933 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 241 თამაში ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა. პიერამ კატალონიურ კლუბში 4 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1936 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ეულოხიო მარტინესი (სურათზე). 1956-1962 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 162 თამაში ჩაატარა და 106 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად მარტინესმა 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა), 2 ესპანეთის თასი და 2 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    11 ივნ 2021, 19:31

    11 ივნისს "ბარსელონას" 2-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 0 მატჩი მოიგეს, 0 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
    მაგარი თარსი დღე ყოფილა. არადა ჩემი შვილიშვილის დაბადების დღეა.