ამჟამად, კატალონიის “ბარსელონას” ტალანტი, ანსუ ფატი მადრიდში იმყოფება და პრესეზონისათვის დასაბრუნებლად მკურნალობას განაგრძობს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, 18 წლის ტალანტი, შვებულების მიუხედავად, გამოჯანმრთელებაზეა ფოკუსირებული – იგი ყოველდღიურად ადრე იღვიძებს, რეაბილიტაციისთვის საჭირო ვარჯიშებით კავდება და თავის დიეტას მიჰყვება, შემდეგ კი ისვენებს.
წყაროს ცნობით, წარმოშობით გვინეა-ბისაუელს სირბილი ჯერ არ დაუწყია, ვინაიდან, მუხლის მიდამოში მესამე ოპერაციის ჩატარების შემდეგ, გადაწყდა, რომ ფეხბურთელს დიდი დატვირთვა არ მიეღო და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო დაეთმო.
ანსუმანემ, 2020/21 წლების სეზონში, “ბარსას” მაისურით მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. მან დაზიანება გასული წლის ნოემბერში მიიღო, რის გამოც მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვა.
წარმოშობით გვინეა-ბისაუელს სირბილი ჯერ არ დაუწყია.
ყოჩაღ ციცი.
აქაც წარმოშობა
იმედია მალე დაბრუნდება და უწინდელ ფორმასაც აღიდგენს
იმედია ძველ ფორმას დაიბრუნებს <3
იმედია პრესეზონზე დაბრუნდება ერთი 10-15 წუთი მაინც ითამაშოს ნელ-ნელა,რომ მიეჩვიოს.