workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 2
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 19'sports_soccer იამალი 21'sports_soccer ლეჟენი 51'sports_soccer(ა.გ) რაფინია 71'sports_soccer იამალი 90'sports_soccer
კამელიო 12'sports_soccer კამელიო 59'sports_soccer
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 ივნისს მოხდა.

თამაშები

7 ივნისს “ბარსელონას” 7-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1953 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” 8-1 გაანადგურა. გოლები ბასორამ (3), მორენომ (2), კუბალამ (2) და სესარმა გაიტანეს.

1959 წელი

მადრიდში “რეალ მადრიდთან” გამართული თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ “ბარსელონა” 0-2 მარცხდებოდა, მაგრამ მე-2 ტაიმში კოჩიშისა და ლუის სუარესის დუბლებით კატალონიელებმა 4-2 მოიგეს.

1961 წელი

“ბარსელონას” ორ ყოფილ დირექტორს, ხაუმე ფუსეტსა და ენრიკ ლაუდეტს შორის გამართული დაძაბული საპრეზიდენტო კამპანია ლაუდეტის გამარჯვებით დასრულდა. მან კლუბი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაიბარა – “ბლაუგრანას” ვალი 289 მილიონი პესეტა იყო. ლაუდეტმა მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო – “ბარსელონადან” გაუშვა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლადისლაო კუბალა, რომელსაც ანტონი რამალიეტსი და ლუის სუარესი მიჰყვნენ. ამ უკანასკნელში “ბარსამ” 25 მილიონი პესეტა მიიღო,  რაც იმ დროისთვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო.

1968 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი თავდამსხმელი ხუან ანტონიო პიცი. 1996-1998 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 73 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1992 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “ბილბაო” 2-0 დაამარცხა. პარალელურ მატჩში “რეალ მადრიდი” “ტენერიფესთან” 2-0 იგებდა, მაგრამ მადრიდელები 2-3 დამარცხდნენ. შედეგად “ბარსამ” “რეალ მადრიდს” 1 ქულით გაასწრო და კატალონიელები. ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსს მეთორმეტედ დაეუფლნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 07 ივნ 2021, 21:26

    რას ერჩით რეალს. რამდენჯერ გვიჯიგრეს უკვე. წელსაც გვეხმარებოდნენ როგორც შეეძლოთ, მაგრამ ჩვენ უფრო კეთილები აღმოვჩნდით და ბოლო ბოლო ატლეტიკომ არ გინდათ ჩემპიონობა და კარგად იყავითო რა.

  • El pistolero 9
    schedule 07 ივნ 2021, 14:03

    ვენაცვალე ტენერიფეს