Mundo Deportivo-ს ცნობით, 21 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ჟუან მირანდა, “ბარსელონას” უფასოდ ტოვებს.
გამოცემის თქმით, “ბარსას” მისი კონტრაქტის 2 წლით, ანუ 2023 წლამდე, გახანგრძლივების უფლება 1 ივნისამდე ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელს უკვე ეცნობა, რომ კლუბმა ეს უფლება არ გამოიყენა და მირანდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით, “ბეტისის” სრულუფლებიანი ფეხბურთელი გახდება. გასული სეზონი ანდალუსიურ კლუბში მან იჯარის წესით გაატარა. მირანდა “ბეტისთან” 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შედეგად, “ბარსას” მირანდასთვის 600 ათასი ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრება. “ბეტისსა” და “ბარსელონას” შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, “ბარსას” მირანდას ტრანსფერიდან გარკვეული წილი ექნება.
სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი პირობებით გაშვება ემერსონის ტრანსფერს უკავშირდება. “ბარსას” მისი გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეუძლია, ამ ფასის შემცირების მიზნით კი “ბლაუგრანამ” ტრანსფერში ჟუან მირანდა ჩართო.
ამან ითამაშა ხორვატიასთან, რას ერჩიან.