ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან” დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

16 ნოემბერს “ბარსელონამ” 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1938 წელი

ესპანეთის სამოქალაქო ომის ყველზე ხანგრძლივი ბრძოლა “ებროს ბრძოლა” დასრულდა, რომელსაც “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ანხელ აროშა 31 წლის ასაკში ემსხვერპლა.

1952 წელი

“სევილიასთან” საშინაო მოგება (3-2) “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში ჩატარებული მე-500 თამაში იყო. ეს შეხვედრა “ბლაუგრანას” მაისურით 250-ე გამოდგა სესარ როდრიგესისთვის.

1956 წელი

მავრიტანიაში დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ხერარდო მირანდა. 1981-1988 წლებში მან “ბაუგრანას” მაისურით 224 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მირანდამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1968 წელი

მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” “ბარსელონამ” 1-2 წააგო. სტუმართაგან გოლი სალდუამ გაიტანა.

1993 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ. 2017-2020 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 124 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სემედუმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2003 წელი

“ბარსელონაში” ლიონელ მესის დებიუტი შედგა. 16 წლის ლეომ “პორტუსთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    18 ნოე 2023, 19:52

    ციტატა: nika 54
    2003 წელი
    "ბარსელონაში" ლიონელ მესის დებიუტი შედგა. 16 წლის ლეომ "პორტუსთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

    თითქოს გუშინ იყო…


    საინტერესოა, როდინდელი სტატიაა? 2 წლის წინანდელი ჩემი კომენტარი საიდან გაჩნდა აქ?

  • Barca1980
    16 ნოე 2023, 23:40

    ციტატა: BarcaFan❤💙

    ციტატა: Barca1980
    BarcaFan❤💙, არა მარტო მაქტომინეი , შოტლანდიელი გულშემატკივრებიც მისაყოლებლები არიან ზემოდან , ძვიარდ უნდა დავუსვათ ეს ცხვირაბზუებული იმპერიალისტური ამპარტავნება . ლოჩოშვილის გასვლამ მაგრა გვაზარალა , მის მაგივრად გელაშვილი უნდა შემოსულიყო და არა კალანდაძე , გასაგებია რომ ტრანსფერი სჭირდება , მაგრამ გელაშვილმა ისეთი ევროპა დადო და გუნდშიც სულ თამაშობს , პირადად მე მგონია რომ უფრო მაგარი მცველი დადგება ვიდრე კალანდაძე , თუმცა ერთმანეთის კონკურენციში თუ უფრო მეტად განვითარდებიან , უარს არავინ იტყვის .


    მერე დინამოს ფეხბურთელს ვინ ჩააკვეხებდა? ხომ შეიძლება რომ საბოლოოდ მოე<<ცენზურის დარღვევა>>ას დედა მაგ გუნდს

    საწყენი ის არის , რომ აზიის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გველესიანის სახით არც ათამაშეს საერთოდ , არადა დავიჯერო კალანდაძეზე და დანარჩენებზე მეტი გამოცდილება არა აქვს თუ საქართველოს ჩემპიონატია უფრო მაღალი დონის , ფარერებიდან დაწყებული ყველა გვიგებს ევროთასებზე . პიუნიკზე ძლიერ გუნდებთან მაინც არა აქვს თამაშები დავიჯერო აზიის ჩემპიონთა ლიგაზე , ნახევარი ევროპა უკვე მანდ თამაშობს ?!

  • BarcaFan❤💙
    16 ნოე 2023, 23:34

    ციტატა: Barca1980
    BarcaFan❤💙, არა მარტო მაქტომინეი , შოტლანდიელი გულშემატკივრებიც მისაყოლებლები არიან ზემოდან , ძვიარდ უნდა დავუსვათ ეს ცხვირაბზუებული იმპერიალისტური ამპარტავნება . ლოჩოშვილის გასვლამ მაგრა გვაზარალა , მის მაგივრად გელაშვილი უნდა შემოსულიყო და არა კალანდაძე , გასაგებია რომ ტრანსფერი სჭირდება , მაგრამ გელაშვილმა ისეთი ევროპა დადო და გუნდშიც სულ თამაშობს , პირადად მე მგონია რომ უფრო მაგარი მცველი დადგება ვიდრე კალანდაძე , თუმცა ერთმანეთის კონკურენციში თუ უფრო მეტად განვითარდებიან , უარს არავინ იტყვის .


    მერე დინამოს ფეხბურთელს ვინ ჩააკვეხებდა? ხომ შეიძლება რომ საბოლოოდ მოე<<ცენზურის დარღვევა>>ას დედა მაგ გუნდს

  • Barca1980
    16 ნოე 2023, 23:14

    BarcaFan❤💙, არა მარტო მაქტომინეი , შოტლანდიელი გულშემატკივრებიც მისაყოლებლები არიან ზემოდან , ძვიარდ უნდა დავუსვათ ეს ცხვირაბზუებული იმპერიალისტური ამპარტავნება . ლოჩოშვილის გასვლამ მაგრა გვაზარალა , მის მაგივრად გელაშვილი უნდა შემოსულიყო და არა კალანდაძე , გასაგებია რომ ტრანსფერი სჭირდება , მაგრამ გელაშვილმა ისეთი ევროპა დადო და გუნდშიც სულ თამაშობს , პირადად მე მგონია რომ უფრო მაგარი მცველი დადგება ვიდრე კალანდაძე , თუმცა ერთმანეთის კონკურენციში თუ უფრო მეტად განვითარდებიან , უარს არავინ იტყვის .

  • BarcaFan❤💙
    16 ნოე 2023, 22:44

    აქვე ვიტყვი მაქტომინეის დედასშევეეცი ნაბიჭვარი ნეტა გამუტლონ დღეს

  • JustBarcaLover
    16 ნოე 2023, 22:35

    ძლის სტატია ეღირსა საიტს

  • nika 54
    16 ნოე 2021, 19:24

    2003 წელი
    "ბარსელონაში" ლიონელ მესის დებიუტი შედგა. 16 წლის ლეომ "პორტუსთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

    თითქოს გუშინ იყო…