COPE-თან ინტერვიუში ლეო მესის თანამემამულემ, პაბლო საბალეტამ სერხიო აგუეროს კატალონიურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა და ეს პოტენციური ტრანსფერი მესის გუნდში დარჩენაში დარწმუნებას მიაწერა.
“არ ვიცი, თუ რა მდგომარეობაა ლეოს გარშემო, მაგრამ აგუეროს გადასვლა, შესაძლოა, მის დასარწმუნებლად სჭირდებათ. ლეო გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია, სურს ტიტულების მოგება და ამისათვის “ბარსელონაში” მაღალი დონის თანაგუნდელები სჭირდება. აგუეროს მოსვლით “ბარსა” მესისთვის კარგ სპორტულ პროექტად ჩაითვლება.”
“ჩემი აზრით, სერხიოს 2 კარგი კარიერული წელი აქვს წინ. თუ ტრავმები ხელს არ შეუშლის, მის რეალურ შესაძლებლობებს აუცილებლად დავინახავთ.”
აგუერო “მანჩესტერ სიტის” რიგებში უკანასკნელ მატჩს შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩაატარებს. ამის შემდეგ ის არგენტინაში გაემგზავრება, სადაც ლეო მესის მხარდამხარ “ალბისელესტეს” კოპა ამერიკის მოგებაში დაეხმარება. სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ კი 32 წლის თავდამსხმელი “ბლაუგრანასთან” 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მე მგონი მოტივირებული მოვა ყველანაირად, ერთ სეზონს როგორ ვერ ითამაშებს თავის დონეზე. მეორე წელს კი ალბათ მოიყვანს ლაპორტა 75 მილიონიან ჰოლანდს და სათადარიგოზეც არ იტყვის ეს უარს.
KING_BARCA,
გრიზმანმა ბოლოს როდის გააფუჭა მომენტი,პირიქით მესის არ ყოფნაში მაგან დაარტყა მაკრატელა დდ
დაიწყო ამანაც მკითხაობა.
კაი ძმაოო ასე იავნად არიბაზროო გაგიგებენ ….. ვითომ თავად არიცის რატომაც მოდის… იმენა დაკვირვებული ტიპი ხარ რააა
მთავარია გოლები გაიტანოს…გრიზმანს კი აჯობებს შესრულებაში… კონკურენცია კიდე აიძულებს ვიღაცეებს რო ერთი ადგილი გაანძრიონ და ტვინი კიდე მიაყოლონ ზედ…ასე რომ….წარმატებები აგუეროს…
ახალ გუნდში გადასულ ვეტერნებს ახალი სუნტქვაეხსნებათ ხოლმე და ეს მომენტი კარგადაა გამოსაყენებელი თან ცხოვრებამ ასწავლა კუნს, რომ სკამზე ჯდომაც ფეხბურთის ნაწილია და ეს კომპლექსიც არ აქვს, ასე, რომ საბალეტა ნამეტანი უხეშად შლის კარტებს, მაგრამ თუკი ლეოს დასარჩენად მისი ძველი ძმაკაცი და ამავე დროს 420+136 (გოლი+ასსისტი) მონაგარის მქონე ფორვარდი მოჰყავთ, ეს ძალიან ნორმალურია