workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაბლო საბალეტა: მესი “მანჩესტერ სიტიში” ფეხბურთით დატკბება

პაბლო საბალეტა: მესი “მანჩესტერ სიტიში” ფეხბურთით დატკბება

“ვესთ ჰემის” არგენტინელმა მარჯვენა მცველმა, პაბლო საბალეტამ თავის თანამემამულეზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“უპირველეს ყოვლისა სამწუხაროა მესის ასეთ სიტუაციაში ხილვა. არასდროს მიფიქრია, რომ ის იქნებოდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც “ბარსელონასთან” კონტრაქტის ბოლო წელიწადი ეწურება. გუნდი კარგად ვერ თამაშობს და როგორც ჩანს, მას ასეთი ფეხბურთი არ მოსწონს. ლეო ბედნიერი არ არის, ასე რომ ვნახავთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს.

“მანჩესტერ სიტიში” მას, სერხიო აგუეროს სახით, ახლო მეგობარი ჰყავს და მას ადრე უმუშავია პეპ გვარდიოლასთან “ბარსელონაში”, ასე რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ. ამ გუნდში კიდევ რამდენიმე ადამიანი იცნობს მესის.

თუ მესი “ბარსელონას” დატოვებას გადაწყვეტს და სხვა ქვეყანაში გადასვლას მოისურვებს, “მანჩესტერ სიტი” ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.

მე ვიცნობ ლეოს და ის ძალიან დიდი ხანია “ბარსელონაში” თამაშობს. მინდა, რომ ის “ბარსაში” დარჩეს. პეპმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა ადრე. მას უყვარს კლუბი და არ ვფიქრობ, რომ ის წავა. მაგრამ თუ ის გადაწყვეტს წასვლას, შესაძლოა, “სიტი” გახდეს მისთვის ადგილი, სადაც ის წასვლასა და ფეხბურთით სიამოვნების მიღებას შეძლებს. პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილების მიღება ყველა მოთამაშეს სურს.”

– თქვა საბალეტამ Stadium Astro-სთან. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • AGU3RO
    schedule 14 დეკ 2020, 21:09
    #6

    ბარსაში გვინდა , წადი რა საბალეტა.

  • rivaldo80
    schedule 14 დეკ 2020, 19:11
    #5

    აბა აბა რა მაგარ ფეხბურთ თამაშობს სიტიი ჰაჰაჰაა ბარსაზე კოშმარია სიტიი და საშინელ ფეხბურთს თამაშობს

  • BARCELONA FOREVER
    schedule 14 დეკ 2020, 18:46
    #4

    გლადბახი არაა ნამდვილად ხელწამოსაკრავი სიტის ამბავი რო ვიცი შეილება გავარდეს გლადბახთან :დ

  • LM10TheLegend
    schedule 14 დეკ 2020, 18:33
    #3

    აუ გააგდებდეს გლადბახი და დაისვენებენ joy

  • El pistolero 9
    schedule 14 დეკ 2020, 18:30
    #2

    Konrad de la Fuente,
    რა იღბალა გუნდია ეს სიტი.არ მახსოვს მერვედფინალის ჩათვლით მაგათ რთული მეტოქე შეხვედროდეთ.ნუ რეალი შეხვდათ მაგრამ იმ რეალს რო მოუგებდნენ ყველამ ვიცოდით.ჯგუფში კიდე ვინებთან თამაშობენ გავგიჟდი

  • Konrad de la Fuente
    schedule 14 დეკ 2020, 17:58
    #1

    სიტი გლადბახს იხმარს მაგრად.