workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსალდი ალვეშის დუბლიორად?

ანსალდი ალვეშის დუბლიორად?

ატალონიური “ბარსელონა” ეძებს ფეხბურთელს, რომელიც დანიელ ალვეს და სილვას ტრავმის შემთხვევაში შეცვლის მას დაცვის მარცხენა ფრთაზე.წინა სეზონში, როდესაც დანიელი ტრავმირებული იყო, ცენტრალური მცველები იძულებულნი იყვნენ,  ეთამაშათ დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

“ბარსელონას” სასურველ მარჯვენა მცველთა სია ასე გამოიყურება: კრისტიან ანსალდი- “რუბინი”, რაფინია -“შალკე-04”, ემანუელ ებუიე- “არსენალი და სესარ ასპილიკუეტა -“ოსასუნა”.

როგორც El Mundo Deportivo იუწყება, ემანუელ ებუიე ამ სიის ყველაზე ბოლო კანდიდატია, ვინაიდან კოტ-დ’იუარელ ფეხბურთელს ამ ზაფხულს 27 წელი შეუსრულდება. საქმე ისაა, რომ კატალონიურ კლუბს სურს, რაც შეიძლება სარფიანი გარიგება გააკეთოს.

წყარო:www.El Mundo Deportivo.es

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward