workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გუსტავო ვარელათი დაინტერესდა – მონცა 50 მილიონ ევროს ითხოვს

ბარსელონა გუსტავო ვარელათი დაინტერესდა – მონცა 50 მილიონ ევროს ითხოვს

bolt მოკლედ
"ბარსელონა" 21 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელის, გუსტავო ვარელას ტრანსფერს განიხილავს. "მონცას" ფეხბურთელით "არსენალი" და "ნაპოლიც" ინტერესდებიან, იტალიური კლუბი კი მის სანაცვლოდ 40-50 მილიონ ევროს ითხოვს.

“ბარსელონა” იმ ევროპული გრანდების სიას შეუერთდა, რომლებიც “მონცას” 21 წლის პორტუგალიელ თავდამსხმელს, გუსტავო ვარელას აკვირდებიან. ინფორმაციას MARCA პორტუგალიურ გამოცემა A Bola-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვარელა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “მონცას” მაისურით ჩატარებულ 10 ოფიციალურ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მათ შორის, სერია A-ს 9 მატჩში 9 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა.

პორტუგალიელის წარმატებულმა თამაშმა რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. მისით განსაკუთრებით “არსენალი” და “ნაპოლი” ინტერესდებიან. ლონდონური კლუბი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ფეხბურთელის კონტრაქტის პირობების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ახლა მათ “ბარსელონაც” შეუერთდა, თუმცა კატალონიელებს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.

“მონცამ” ვარელა გასულ ზაფხულს “ბენფიკადან” 2 მილიონ ევროდ, დამატებითი ბონუსების გათვალისწინებით, შეიძინა. თავდამსხმელის შთამბეჭდავი შედეგების შემდეგ იტალიურმა კლუბმა მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა და ახლა 40-50 მილიონ ევროს ითხოვს.

ვარელას “მონცასთან” კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე აკავშირებს და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, მისი შეძენის მსურველ კლუბებს უშუალოდ იტალიელებთან მოლაპარაკება მოუწევთ.

ამ ეტაპზე “ბარსელონას” ინტერესი თავდამსხმელზე დაკვირვებით შემოიფარგლება. “მონცა” თავისი მთავარი მეგოლის დათმობას არ ჩქარობს, თუმცა სოლიდურმა ფინანსურმა შეთავაზებამ შესაძლოა იტალიურ კლუბს პოზიცია შეაცვლევინოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 05 ნოე 2026, 10:28

    მეთქი მცველიაო და ამათმა შემტევს დაადგეს ისევ თვალი😅😅😅