“ბარსელონაში” მარცხენა მცველის პოზიციაზე ცვლილებები იგეგმება. უკვე დიდი ხანია, ძირითად შემადგენლობაში ჟორდი ალბას კონკურენტი არ ჰყავს, ესპანელს კი ასაკი ემატება და პერიოდულად არასტაბილურად თამაშობს.
კატალონიური Sport-ის ცნობით, “ბარსა” ჟუნიორ ფირპოს გაყიდვას აპირებს. დომინიკელ-ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერმა არ გაამართლა და ფირპომ “ბლაუგრანას” მაისურით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. გუნდში დარჩენა გარანტირებული არც ალბას აქვს.
ამ ეტაპზე, “ბარსელონა” 3 მოთამაშის კანდიდატურას განიხილავს, რომელთაგან ერთ-ერთის შეძენა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კლუბი საკუთარ ფეხბურთელებს სარფიანად გაყიდის.
პირველი მათგანი რობინ გოსენსია: 26 წლის გერმანელს “ატალანტასთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა მას ტოპ კლუბში თამაში სურს. Sport წერს, რომ ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 40 მილიონი ევრო იქნება. შესაძლებელი უნდა იყოს გარიგებაში “ბარსას” რომელიმე მოთამაშის ჩართვაც.
მეორე კანდიდატი, ანხელინიო, “ბარსას” რადარზე ადრეც იყო, თუმცა მან “მანჩესტერ სიტი” გასულ ზაფხულში დატოვა და “ლაიფციგს” შეუერთდა. ესპანელი ფეხბურთელის შეძენა 30 მილიონზე ნაკლებად ვერ მოხერხდება.
ყველაზე იაფად “ბარსელონა” “ვალენსიას” წევრის, ხოსე გაიას დამატებას შეძლებს, რადგან 25 წლის ესპანელს კონტრაქტი მალე ეწურება და შეეძლება, კლუბი უფასოდ დატოვოს. შესაბამისად, “ვალენსია” ამ ვადის ამოწურვამდე მცირე ფინანსური სარგებლის მიღებას ეცდება. “ბარსაში” უკვე საკმაოდ დიდი ხანია, გაიას პოტენციურ ტრანსფერზე ფიქრობენ, მაგრამ ხელმძღვანელების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
ეს მარცხენა მცველს რო ვაწვებით ძალიან კარგია და მარჯვენა მცველის ამბავი გადავწყვიტეთ უკვე? ისევ რობერტოს იმედზე ვართ? და არც დესტი გამოიყურება მაინცდამაინც დამაჯერებლად დაცვაში.
ისე ბოატენგი რა პოზიციაზე თამაშობს, ლეომ რო ახოხიალა კი არა და რო მოწყვიტა ფესვებიანად. მარცხენა მცველია თუ ცენტრალური? როგორც მახსოვს ბოლო თამაშზე რო შეცვალეს ტიროდა კომენტატორმაც დაადასტურა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივესო.
თუ მესის "ნათრევ" მცველს ბარსა არ მიიღებს? თუმცა ისიცაა ესეთი მცველი სად უნდა ვიპოვოთ რო ლეოს არ ყავდეს ნახმარი.
პანიკური შეტევები აღარ აქვს ალბას? ეს წელიც იქნება ეგ კურდღელი ძირითადში და მერე ქესტუმ. ამათგან ანხელინიო ყველას სჯობს,სწრაფია,რთულად გასაცდენი, უძლიერესი დარტყმით და კარგი პასით. მარა ლაიფციგმა გამოისყიდა და 50-60 მოითხოვს. გოსენსი მაგარი შედეგიანია, 10-10 გოლი და ასისტი სულ აქვს მარა ბარსასთვის ზედმეტად ნელია. 4-3-3 შიც არ უთამაშია. გაია ყველწზე ოპტიმალური ვარიანტია
გაია გაასწორებს
😂😂😂 რა გაია და ანხელინო. გოსენსი კიდე 😂😂 სამივეს ჯობს ალბა, ზამენისთვის ბარსა ბ დან დააეინაურებენ ვინმეს.. არცერთი არ მოვა გუნდში, ჭორია
გაია ან ანხელინიო
ფული არაა თორე კაი მარცხენა მცველიც არ იქნებოდა ურიგო. ისევ ალბას მოუწევს თამაში, შეტევაში მაინც კარგია, მაგრამ დაცვაში მოიკოჭლებს. ასეა თუ ისე რაც არ უნდა იყოს მაინც ალბა იდგება იმ სეზონშიც და იქნებ ბალდეც შეაჩვიონ ძირითადს ნელ-ნელა. აქებენ მაგ ბიჭს და ცადონ
ფირპოსავით თუ არ ათამაშებენ, აზრი არ ექნება ამათ მოყვანასაც
მარჯვენა ფლანგი ხო ბრწყინავს …
რადარზე ისევ სლეები ისევ სლეები და კვლავ სლეები((((
მოიცა და მარჯვენა ფლანგზე უკვე ვანგრევთ ყველაფერს ?!
ცენტრზე რომ აღარაფერი ვთქვათ

დავიჯერო ლა მასიამ ამოწურა ყველანაირი რესურსი?
გაია მხოლოდ უფასოდ თუ მოვა ეგრე გვაწყობს ისე არა და ნუღახარჯავენ ამ უპერსპექტივო ხალხშიიი მილიონებსს
გაია ან ანხელინიო,მაგრამ თუ ალბა დარჩა იქნებ ბალდე ჯობია მოვსინჯოთ.
სამივე კარგი მცველია, მაგრამ ობიექტურად რომ ვთქვათ ამ სამიდან უმაღლესი დონის არცერთია, ამიტომ ჯობია უფრო იაფი ვარიანტი ამოირჩიონ ასეთი კრიზისის ფონზე და მიაწვნენ გაიას, ბალდე ჯერ კიდევ არ ვიცით რას იზამს და შეიძლება არც ღირდეს ახლა დიდი ფულის გადაყრა ამ პოზიციაზე, თან ალბაც არაა ჯერ მთლად ნაგავზე მოსასროლი, შეტევის ხარჯზე თორე დაცვაში რა დირკაცაა მეც კარგად ვიცი.
გაია ყველაზე კარგი ვარიანტია. ანხელინიოც ძაან მომწონს. 2 მილიონად იყიდა ლაიფციგმა