ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა, კლაუდიო ბორგიმ გააცხადა, რომ კმაყოფილი იქნება, თუ დადასტურდება სანჩესის ”ბარსელონაში” ტრანსფერი.
როცა ბორგის იმ ინფორმაციის შესახებ კითხეს, რომლის თანახმადაც სანჩესმა კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია მან განაცხადა, რომ ჯერ ოფიციალური დადასტურება არ მოუსმენია.
”ამ თვეში ალექსის სანჩესი 3.500-ჯერ გაყიდეს. ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მომისმენია. ალექსისი წესრიგშია, დღეს ის სათადარიგო სკამზე დავტოვე (პერუსთან მატჩში) ყვითელი ბარათის გამო” – განაცხადა ბორგიმ.
ჩილელთა მწვრთნელი გამოტყდა, რომ ”Niño maravilla”-ს ”ბარსელონაში” ხილვა ძალიან სურს.
”იმედია მალე ყველაფერი დამთავრდება. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ის ამ კლუბში გადავა, მაგრამ ახლა მე ვერ დავადასტურებ მის ტრანსფერს” – განაცხადა ბორგიმ პერუსთან გამართული მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.



