workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer
ბარსელონას ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს

ბარსელონას ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს

“ბარსელონას” ქალთა გუნდი ზაფხულში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ამხანაგურ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ყოველწლიური საზაფხულო ტურნირია, რომელიც ძირითადად მარკეტინგული მიზნებისთვის ტარდება, მონაწილე გუნდები კი სოლიდურ ფულად პრემიას იღებენ.

ქალების გუნდებს შორის ეს ტურნირი პირველად 2018 წელს ჩატარდა. ფინალში ფრანგული “ლიონი” ამერიკულ “ჩრდილოეთ კაროლინასთან” დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ ერთმანეთს ისევ ეს გუნდები შეხვდნენ და უფრო ძლიერი ამჯერად “ლიონი” გამოდგა. 2020 წელს ტურნირი კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა, წელს კი ბრუნდება.

“ბარსელონას” ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას პირველად მიიღებს. კატალონიელთა ამ ტურნირზე მიწვევა გასაკვირი არაა, რადგან ჩემპიონთა ლიგა სწორედ “ბლაუგრანამ” მოიგო.

ნახევარფინალები 18 აგვისტოს გაიმართება. ერთ წყვილში “ბარსელონა” ევროპის ყველა დროის საუკეთესო გუნდ “ლიონს” დაუპირისპირდება, მეორეში კი ერთმანეთს ამერიკული “პორტლენდი” და “ჰიუსტონი” შეხვდებიან. ფინალური დაპირისპირება 21 აგვისტოს ჩატარდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 20 მაი 2021, 15:43
    #2

    მოკლედ გავიდნენ ფემინისტები მსოფლიო არენაზე, ესენი მალე კაცების გუნდს გაასწრებენ თუ ასე გავაგრძელეთ, კონტრაქტების საქმეები.

  • ROUCH
    schedule 19 მაი 2021, 20:45
    #1

    უკან უნდა გამოისვათ ლიონი