მოსალოდნელი კლასიკო ესპანეთის სუპერ თასზე

მოსალოდნელი კლასიკო ესპანეთის სუპერ თასზე

ლა ლიგის 37-ე ტურის შემდეგ ესპანეთის სუპერ თასის მომდევნო გათამაშების ოთხივე გუნდი გაირკვა და მეტიც, ცნობილია ნახევარფინალის სავარაუდო წყვილები.

აქამდე სუპერ თასის საგზური ქვეყნის თასის ფინალისტებს, “ბარსელონასა” და “ბილბაოს” ჰქონდათ გაფორმებული. მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა “ატელტიკო”, გუშინ კი “რეალიც”. მადრიდულმა გუნდებმა ლა ლიგის პირველ ორ პოზიციაზე მოხვედრა გაინაღდეს.

პრიმერა დივიზიონის ბოლო ტური არა მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონს, არამედ სუპერ თასის ნახევარფინალის წყვილებსაც გამოავლენს. გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან – თასის გამარჯვებული (“ბარსელონა”) ჩემპიონატში მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი თასის ფინალში დამარცხებულს (“ბილბაოს”). ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სიტუცია არ შეიცვლება, ანუ “ატლეტიკო” პირველ ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო “რეალი” მეორეზე გავა, სუპერ თასის ერთ ნახევარფინალში “ელ კლასიკოს” მივიღებთ, მეორეში კი ერთმანეთს “ატლეტიკო” და “ბილბაო” დაუპირისპირდებიან.

ესპანეთის სუპერ თასის თამაშები 2022 წლის იანვარში ჩატარდება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 17 მაი 2021, 20:34

    ციტატა: nikusha

    ციტატა: me da barca
    ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ იქნება პირველზე და ვინ მეორეზე. ატლეტიკომ უნდა მოიგოს, ფრეც კი არ უშველის თუ რეალმა მოიგო. არც მესამე და მეოთხეა გადაწყვეტილი. სევილიას, რომ მოეგო ახლა ბარსა იქნებოდა მეოთხეზე.


    მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ სიპერ კოპაზე მონაწილეობას ვერ მივიღებთ, პირიქით უეჭველი მივიღებთ, რადგან კოპა დელ რეი მოვიგეთ. მე-4ზეც რომ გავიდეთ მაინც.

    მოკლედ ბარსა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო ვიქნებით სუპერ კოპაზე


    ჩვენ რომ ვითამაშებთ ეს მეც ვიცი, მაგრამ მეორეადგილოსან რეალს შევხვდებითო, რომ წერენ, ხომ შეიძლება ატლე გახდეს მეორეადგილოსანი და მას შევხვდეთ?

  • M10 S9 D11
    schedule 17 მაი 2021, 18:04

    მაგარი უაზრობა ქნეს ოთხგუნდა რო გახადეს ეს თასი

  • nikusha
    schedule 17 მაი 2021, 14:38

    ციტატა: me da barca
    ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ იქნება პირველზე და ვინ მეორეზე. ატლეტიკომ უნდა მოიგოს, ფრეც კი არ უშველის თუ რეალმა მოიგო. არც მესამე და მეოთხეა გადაწყვეტილი. სევილიას, რომ მოეგო ახლა ბარსა იქნებოდა მეოთხეზე.


    მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ სიპერ კოპაზე მონაწილეობას ვერ მივიღებთ, პირიქით უეჭველი მივიღებთ, რადგან კოპა დელ რეი მოვიგეთ. მე-4ზეც რომ გავიდეთ მაინც.

    მოკლედ ბარსა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო ვიქნებით სუპერ კოპაზე

  • me da barca
    schedule 17 მაი 2021, 14:17

    ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ იქნება პირველზე და ვინ მეორეზე. ატლეტიკომ უნდა მოიგოს, ფრეც კი არ უშველის თუ რეალმა მოიგო. არც მესამე და მეოთხეა გადაწყვეტილი. სევილიას, რომ მოეგო ახლა ბარსა იქნებოდა მეოთხეზე.

  • nika 54
    schedule 17 მაი 2021, 14:14

    ესპანეთის სუპერ თასის თამაშები 2022 წლის იანვარში ჩატარდება.
    კარგია, რომ დროულად, 8 თვით ადრე გვატყობინებთ ფინალისტებს და გათამაშების წესებსაც. ვეცდებით დავიმახსოვროთ, იანვრამდე რო არ დაგვავიწყდეს.