workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: ”სესკი მიხვდება, რომ მისთვის დარჩენა უკეთესია”

ვენგერი: ”სესკი მიხვდება, რომ მისთვის დარჩენა უკეთესია”


ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ შეეცდება შეაჩეროს სესკი და დატოვოს კლუბში, რადგან ესპანელი მისი გუნდის ლიდერია.

”დარწმუნებული ვარ სესკი მიხვდება, რომ მისთვის უმჯობესი ”არსენალში” დარჩენაა. მან მონაწილეობა უნდა მიიღოს გუნდის წარმატებებში და არ უნდა წავიდეს. ვფიქრობ, რომ სესკი ყოველთვის გაყოფილი იყო ”არსენალის” სიყვარულსა და ”ბარსელონაში” თამაშის სურვილს შორის. ფაბრეგასი ჩვენი გუნდის ლიდერია. მან უნდა გაიგოს, სურს დარჩენა, თუ არა. ზოგიერთებს ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ სესკს შარშანაც სურდა ”ბარსელონაში” გადასვლა, მაგრამ მე მისი თავდადება საქმისადმი ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია. ფაბრეგასი სულით გამარჯვებული მენტალიტეტისაა და თუ მან გასული სეზონი სათანადოდ ვერ ჩაატარა ამის მიზეზი ტრავმებია. რამდენიმე მატჩი მან ისე ითამაშა, რომ ბოლომდე მზად არ იყო. მას სურდა თამაში და გამარჯვება.

ჩვენ მისი დატოვება გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფულის აღება შეგვიძლია. ”არსენალს” ფინანსურად კარგი დროება უდგას და ასეთი გზებით თანხის მიღებას არ ვგეგმავთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საუკეთესო ფეხბურთელები. მეორეს მხრივ თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს ”არსენალში” თამაში. ვიცი, რომ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სესკის შენარჩუნებას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს ასე არაა. მის დასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან ფეხბურთელი 8 წლის განმავლობაში იმიტომ არ გავზარდეთ, რომ კარიერის პიკში გაგვეყიდა. ასე რომ ეს საკითხი ფულთან დაკავშირებული არაა, ყველაფერი სესკის სურვილზეა დამოკიდებული. მის შესანარჩუნებლად ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ”  – ვენგერის სიტყვებს ”არსენალის” ოფიციალური საიტი ციტირებს.

აზიურ ტურნეში სესკი არ მონაწილეობს, მაგრამ მისი სურათი ყველგან ფიგურირებს!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward