წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 მაისს მოხდა.
თამაშები
13 მაისს “ბარსელონას” 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1902 წელი
“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის ისტორიაში პირველი დაპირისპირება გაიმართა. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის პატივსაცემად ჩატარებულ ტურნირზე, კორონაციის თასზე, კატალონიელებმა მადრიდელები 3-1 დაამარცხეს.
1906 წელი
“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა “ბლაუგრანამ” 5-2 მოიგო. კატალონიელების მხრიდან გოლები უოლასმა (2), პონსმა (2) და ფორნსმა გაიტანეს.
1978 წელი
“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებს ვიქტორ საგი ეთიშება. იმ დროს ვრცელდებოდა ცნობები, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ხოსეპ ლუის ნუნიესი (რომელიც საბოლოოდ გახდა კიდეც პრეზიდენტი) საგის პირად ცხოვრებასა და საქმიან გარიგებებზე კომპრომატებს ფლობდა.
1999 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ოსკარ მინგესა.
2000 წელი
ხოსეპ ლუის ნუნიესმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტს ტოვებდა.
2007 წელი
“ბეტისთან” “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრა (1-1) “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-500 ფრე გამოდგა.
2009 წელი
პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. “ბლაუგრანამ” ესპანეთის თასის ფინალში “ბილბაო” 4-1 დაამარცხა და ამ ტიტულს 25-ედ დაეუფლა. გოლები იაია ტურემ, მესიმ, ბოიანმა და ჩავიმ გაიტანეს.
2018 წელი
“ბარსელონა” “ლევანტესთან” ანგარიშით 4-5 დამარცხდა, რის გამოც გუნდმა ლა ლიგის წაუგებლად მოგების შანსი ხელიდან გაუშვა. “ბარსამ” 5 გოლი 2003 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.
2019 წელი
“ბარსელონას” ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ლუის კორტესი დაინიშნა, რომელიც მანამდე მწვრთნელის ასისტენტი იყო.
1902 წელი
"ბარსელონასა" და "რეალს" შორის ისტორიაში პირველი დაპირისპირება გაიმართა. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის საპატივცემულოდ ჩატარებულ ტურნირზე, კორონაციის თასზე, კატალონიელებმა მადრიდელები 3-1 დაამარცხეს.
როცა ბარსამანიას ერთ კონკურსზე იგივე შეხვედრას მე ზუსტად ასე ვუპასუხე თამაში 1-3 დასრულდაო მითხრეს. როცა ვიკითხე რატომ მეთქი იმიტომ რო მადრიდში იყო თამაშიო. ხოდა დაიმახსოვრეთ პატივცემულებო: თუ კითხულობთ ბარსა-რეალი როგორ დასრულდაო ვწერთ 3-1. თუ გვკითხავთ ტაბლოზე რა ანგარიში ეწერაო მაშინ გიპასუხებთ რომ კი ბატონო ტაბლოზე 1-3 ეწერაო, სტუმარ-მასპინძლობის პრინციპით.
ერთი დღე დინამოს (თბ) ისტორიაში-13 მაისი
1981 წლის 13 მაისი
დინამო (თბ)-კარლ ცაისი (იენა) 2-1
აი ლევენტეზე შურისძიების სურვილით სამი წელი რატო უნდა დაიარებოდე?! როდის მოვა მაგათთვის ცხვირის მოგრეხის დრო როდიიიის?!!!! რა დღეში ვართ!!!🥺😭😭
მეზიზღება ლევანტე იმედია მომავალ სეზონში გადავბუგავთ