workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Forbes-ის რეიტინგი: პირველზე მაკგრეგორი, მეორეზე მესი

Forbes-ის რეიტინგი: პირველზე მაკგრეგორი, მეორეზე მესი

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა, Forbes-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გამოავლინა.

გამოცემის თანახმად, ეს შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, კონორ მაკგრეგორია, რომელიც ადრე UFC-ის ქვემსუბუქი და მსუბუქი წონების ჩემპიონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო ორთაბრძოლაში, დასტინ პორიესთან დამარცხდა, მან გასულ წელს 180 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ირლანდიელმა წლიური შემოსავლით “ბარსელონას” კაპიტანს, ლიონელ მესის აჯობა. საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. კონორ მაკგრეგორი – 180 მილიონი ევრო
  2. ლიონელ მესი – 130 მილიონი ევრო
  3. კრიშტიანუ რონალდუ – 120 მილიონი ევრო
  4. დაკ პრესკოტი – 107.5 მილიონი ევრო
  5. ლებრონ ჯეიმსი – 96.5 მილიონი ევრო
  6. ნეიმარი – 95 მილიონი ევრო
  7. როჯერ ფედერერი – 90 მილიონი ევრო
  8. ლუის ჰამილტონი – 82 მილიონი ევრო
  9. ტომ ბრედი – 76 მილიონი ევრო
  10. კევინ დურანტი – 75 მილიონი ევრო
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 13 მაი 2021, 16:43
    #1

    მდაა, ამას ხელფასი თუ ჰქვია და ჩვენ ნეტავ რას ვიღებთ.