ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილია:”მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ხალხი პატარა ბავშვებივით ტიროდა”

დავიდ ვილია:”მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ხალხი პატარა ბავშვებივით ტიროდა”

მოგეხსენებათ, გუშინ წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ანდრეს ინიესტას გოლის  წყალობით ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამ ფაქტს კომენტარი “ბარსას” 7 ნომერმა, დავიდ ვილიამ გაუკეთა.

“ელ გუახეს” თქმით სამხრეთ აფრიკაში ესპანეთის გაჩემპიონება იყო მწვერვალი მის კარიერაში. Marca–ს ცნობით, მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო თავდამსხმელს დღემდე არ შეუძლია უემოციოდ გამოხატოს ის ფაქტი თუ, რა ხდებოდა  ჰოლანდიასთან მატჩში საფინალო სასტვენის შემდეგ.

“მატჩის შემდეგ მე ვნახე უამრავი მოზრდილი ადამიანი, რომლებიც პატარა ბავშვებივით ტიროდნენ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, როდესაც ჩავის, ინიესტასა და კაპდევილას ცრემლები დავინახე. ეს უკანასკნელი ემოციების ტყვეობაში მოექცა. ვიხსენებ ჩემს გატანილ გოლს პარაგვაის წინააღმდეგ რისი წყალობითაც ნახევარფინალში გავედით და დავასრულეთ მეოთხედფინალების წარუმატებეი სერია.”–განაცხადა დავიდმა.

                                                                                    ვიდეო  ვილიაზე

                                                [media=http://www.youtube.com/watch?v=UpiEsy-b-nY]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში