“ბარსელონა ბ”-ს საყრდენმა ნახევარმცველმა, ნიკო გონსალესმა კატალონიურ კლუბთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება Cat Radio.
წყაროს ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი შემდეგი სეზონიდან პირველ გუნდში დაწინაურდება. ნიკო ამ სეზონში, ფრანსისკო პიმიენტას გუნდში, 23 ჩატარებული მატჩით ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო.
როგორ ჩანს, რონალდ კუმანი “ლა მასიას” აღზრდილს სერხიო ბუსკეტსის პოტენციურ გრძელვადიან შემცვლელად განიხილავს. ამ უკანასკნელს ზაფხულში 33 წელი უსრულდება.
კონტრაქტი აქვს და რა ქნას, ხომ ვერ გაწყვიტავს.
ეგ არ გაწყვიტავს, ლაპორტა გაუწყვიტავს.
კონტრაქტი აქვს და რა ქნას, ხომ ვერ გაწყვიტავს.
დე ლა ფუენტე და კოლადო დააწინაურეთ და კიდე ბალდე
უცებ რასაც გადავავლე თვალი არ ჩანს ცუდი ბიჭი, არც ეს და არც ორელიანა, ნუ ცუდები რო იყვნენ არც გააჩერებნენ მარა მაინც 😂❤️
ბევრს მოუწევს ამ ზაფხულს დაწინაურება თან
და მერე კუმანი რა შუაშია ამასტან? გაისადაც ეგ უნდა იყოს მწვრთნელი თუ?!
