თუ ის ინგლისში გადმოვა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება - მიკელ არტეტა

თუ ის ინგლისში გადმოვა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება - მიკელ არტეტა

მიკელ არტეტამ ონლაინ ინტერვიუს დროს ლეო მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა:

"საწყენი იქნება იმის ნახვა, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი "ბარსელონას" ტოვებს."

"ვნახოთ, რა მოხდება. თუ ის ინგლისში გადმოვა, ძალიან გაგვიხარდება. არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებს, ეს ფეხბურთისთვის ნამდვილად კარგი იქნება."

[media=https://twitter.com/MediaBarcaTimes/status/1299013073752096768]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.