“ბარსელონას” მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა SPORT1-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
გუნდი
ხალხმა იცის, რომ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და ამაში გულსა და სულს ვდებ. მხოლოდ იმის თქმა არ მინდა, რომ მსურს, მოედანსა და მის ფარგლებს მიღმა სამაგალითო ვიყო. ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც ადამიანები დიდებულ მეკარეებს მადარებენ, მაგალითად, ანდონი სუბისარეტას.
“ბარსელონაში” უკვე 7 წელია ვიმყოფები და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. პრეზიდენტის შეცვლამ სიმშვიდის მხრივ დადებითად იმოქმედა. ეს კლუბისთვის კარგია. დარწმუნებული ვარ, “ბარსა” მომავალში კვლავინდებურად წარმატებული იქნება.
კონტრაქტი
ჩემთვის საკითხი მდგომარეობს არა იმაში, გავხანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს, არამედ რამდენი ხნით გავახანგრძლივებ.
ვალის ოდენობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, თუმცა ვცდილობთ, ასეთი საკითხები გარეთ არ გავიტანოთ. ჩვენი საქმე ფეხბურთის თამაშია. ფულს ამაში ვიღებთ.
სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვარ, რომ კლუბის ადმინისტრაციაში არ ვმუშაობ და ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა არ მიწევს. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ კლუბისა და ხალხის წინაშე ვალდებულებები გვაქვს.
ამჟამინდელი სიტუაცია კლუბს აზიანებს და რა თქმა უნდა, ეს ჩემი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებში გათვალისწინებულია. “ბარსასთან” ამ გარდამავალ ეტაპზე კარგი გამოსავალი ვიპოვე.
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბევრი ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი თანხის გადავადების მოდელია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანში გასდის კონტრაქტს ვადა შესაბამის საგადასახადო სისტემასთან მოსარგებად. მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართა. თუ შევძლებთ, რომ კლუბს გუნდურად დავეხმაროთ, ამას გავაკეთებთ.
სუპერ ლიგა
სუპერ ლიგა? ხალხის უკმაყოფილების მესმის, მაგრამ სტადიონზე შეჭრა დაუშვებელია. ამან ასეთი სახე არ უნდა მიიღოს. არ მინდა, ამაზე კიდევ ვისაუბრო. ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდი და გაკვირვებული დავრჩი. სუპერ ლიგაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან არ მეგონა, რომ მოვლენები ასე სწრაფად განვითარდებოდა.
UEFA-ს შესაძლო სანქციები? არ ვიცი, რა ძალაუფლებას ფლობენ გარკვეული ადამიანები. კიდევ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სუპერ ლიგის გეგმებით იმ კონკრეტულ მომენტში გაოცებული ვიყავი. ამის შესახებ მედიიდან შევიტყვე, რის შემდეგაც ინტერნეტი და გაზეთები გადავქექე.
თავისი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. მხოლოდ იმის თქმა, ეთანხმებით თუ არა საბჭოს, ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. გადაწყვეტილება ყურადღებით უნდა იყოს განხილული.
ბარსას პრობლემები
რა თქმა უნდა, გასახდელში ამაზე ვისაუბრებთ. მთვარეზე არ ვცხოვრობთ. კლუბს ამჟამად არ ულხინს, რაც იმის ბრალია, რომ წარსულში რაღაცები კარგად არ განხორციელდა.
ჟოან ლაპორტას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ის ახალ წესდებას შექმნის. მას 100%-ით ვენდობით. დარწმუნებულები ვართ, ის კლუბს სწორ გზაზე დააბრუნდებს.
ლაპორტა და მისი საბჭოს წევრები
აშკარაა, რომ ახალი პრეზიდენტი და მისი საბჭოს წევრები “ბარსას” გულშემატკივრები არიან. როდესაც ისინი ჩვენ წინაშე წარდგნენ, მათგან უზარმაზარი ენერგია მოდიოდა.
ლაპორტა სიტყვით გამოვიდა და თქვა: “ბიჭებო, ამის გაკეთება შეგვიძლია!”. მისმა საუბარმა მომხიბლა. ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია, რაც ახლაც ასეა.
როდესაც პრეზიდენტზე ფიქრობ, ჩვეულებრივ თვალწინ წარმოგიდგება ისეთი ადამიანი, რომელიც სხვებს თავს ამეტებს და ახლოს არავის უშვებს. ლაპორტა ასეთი არაა. ის ძალიან მოკრძალებული და წარმოუდგენელი ენერგიის მატარებელია.
ერლინგ ჰოლანდი
მისი თამაშის სტილი და გოლები შთამბეჭდავია. საოცარია, როდესაც ნახულობ ვიდეოებს, რომლებშიც ის დაცვიდან შეტევაში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და ანადგურებს ყველაფერს, რაც წინ ეღობება.
ჰოლანდი მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის “დორტმუნდში” არ დარჩება. “დორტმუნდი” ძალიან კარგი კლუბია, რომელშიც ბოლო წლებში შესანიშნავი სამუშაო განხორციელდა.
რატომ არ უნდა დარჩეს ერლინგი “დორტმუნდში” კიდევ ერთი წელი? ეს უკანგადადგმული ნაბიჯი სულაც არ იქნებოდა. თუ ის წავა, მის ახალ გუნდს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბრწყინვალე თავდამსხმელი ეყოლებოდა.
ვურჩევ თუ არა ლაპორტას ჰოლანდის შეძენას? როგორც ფეხბურთელი, ასეთ საკითხებზე გავლენის მოხდენა არ მინდა. ჩვენ გუნდის გეგმებზე პასუხისმგებლები არ ვართ. ყოველი წლის დასაწყისში შესანიშნავი გუნდი გვყვავს. საბოლოოდ, ჩვენზეა დამოკიდებული, რას მივიღებთ თითოეული სეზონის ბოლოს.
ეჭვი არავის გვეპარება რომ გუნდის კეთილდღეობა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ნამდვილად მაქსიმუმს აკეთებ. ყოველთვის მზად ხარ მაქსიმუმი გაიღო გუნდისთვის.ღირსეული კაპიტანი იქნებოდი ამაშიც დარწმუნებული ვარ.❤️❤️❤️
ნეტა იცოდე MALUMA-ს როგორ უყვარხარ.
კაპიტნის ტიპაჟი ეს უფროა 💙❤💙❤
ხოდზე უნდა იყოთ ბიჭებიო ჩვენო ლომებო
Ter stegeeeeen 💙❤ ატლესთან გიჟივით უნდა იდგე 🔥
ისე პირველი ბურთი ვალენსიასთან ამის ბრალი იყო, მაგრამ ერთის მხრივ შეიძლება მაგ გოლმა გამოგვაფხიზლა და შეტევაშიც მერე წავიდნენ.
ისე ამას არ ეხება და, გუშინ კომენტატორი ჩელსი-რეალის მიმდინარეობისას მეორეს შეეკითხა ვინ აწევს წელს ნეტავ ლიგის თასსო და იცით რა უპასუხა. ერთი ნაღდი იქნება მენდი ნაღდად აიღებსო და თასსაც აწევსო, რატომო და იმიტომ რო რეალშიც არის მენდი-ო, ჩელსიშიც-ო და გაგეცინება და სიტიშიც თამაშობს ერთი მენდიო.