ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო: ”კონკურენცია ყოველთვის დიდია”

ტიაგო: ”კონკურენცია ყოველთვის დიდია”

ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სესკ ფაბრეგასი ”ბარსელონაში” გადავა. კატალონიური კლუბის ნახევარდაცვაში დღესაც ძალიან დიდი კონკურენციაა, ხოლო სესკის კატალონიურ გრანდში გადასვლის შემთხვევაში კონკურენცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

”ბარსას” კანტერანო მოხარულია ”არსენალის” კაპიტნის მიმართ ინტერესით, რადგან დარწმუნებული, რომ მისი გადმოსვლით კლუბში დონე მოიმატებს.

”მას შემდეგ, რაც ”ბარსაში” მოვედი კონკურენცია ძალიან დიდია. ჩვენ გუნდში უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები თამაშობენ და ვინც არ უნდა შემოგვიერთდეს ძალიან კარგი იქნება” – განაცხადა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში