წინა ტურში ყოვლად მოულოდნელმა და აუხსნელმა მარცხმა “ბარსელონა” რთულ სიტუაციაში ჩააგდო. რონალდ კუმანის გუნდმა დარჩენილი ხუთივე შეხვედრა უნდა მოიგოს და თან იმედი იქონიოს, რომ “რეალი” დარჩენილ 4 მატჩში ქულებს დაკარგავს. ადვილი საქმე არაა, თუმცა არც გამორიცხული. “გრანადასთან” მარცხმა ფავორიტის სტატუსი ჩამოგვართვა, თორემ უიმედო მდგომარეობაში არც ახლა ვართ.
სათამაშო ფორმა
იმდენი ვიძახეთ, “ბარსელონა” კარგ ფორმაშიათქო… სამაგიეროდ, “ვალენსიაზე” კარგ ფორმაში მაინც ვართ.
ჩვენ დღევანდელ მეტოქეს ბოლო 5 თამაშში მოგება არ აქვს, კარი მშრალად შენახვას კი “ღამურები” უკვე 9 თამაშია ვერ ახერხებენ. რაც შეეხება საშინაო მატჩებს – “ვალენსიამ” ბოლო 2 შეხვედრა ვერ მოიგო, მაგრამ ფრედ დაასრულა, მანამდე კი ზედიზედ 4 მოიგო. ვალენსიელებს მესტალიაზე 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.
“ბარსელონას” სტუმრად ცუდი შედეგები არ აქვს. ლა ლიგის ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან “ბლაუგრანამ” 10 მოიგო და ერთი წააგო.
ცუდი ისაა, რომ ლა ლიგის ბოლო 7 თამაშში “ბარსელონამ” კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა.
დანაკლისი
მასპინძელთა რიგებში 2 კითხვის ნიშანია – “ბარსას” ყოფილი მეკარე იასპერ სილესენი და ძირითადი მარჯვენა მცველი ტიერი კორეია. თუმცა ივარაუდება, რომ დღეს ორივე მათგანს მოედანზე ვიხილავთ.
“ბარსელონას” დიდი ხნის ტრავმირებული ანსუ ფატი ფა ფილიპე კოუტინიო, ასევე მარტინ ბრეითუეიტი არ ეყოლება. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ დისკვალიფიცირებულია გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი.
ურთიერთშეხვედრები
“ვალენსია” “ბარსელონას” ისტორიაში მე-4 ყველაზე ხშირი მეტოქეა “რეალის”, “ატლეტიკოსა” და “ბილბაოს” შემდეგ. “ღამურებთან” 221-ჯერ გვითამაშია, საიდანაც 106 შეხვედრა მოვიგეთ (48%), 56 ფრედ დავასრულეთ (25%) და 59 წავაგეთ (27%). ბურთების შეფარდება – 428-327.
“ვალენსიასთან” ორმატჩიანი მოუგებელი სერია გვაქვს. 2020 წლის იანვარში “მესტალიაზე” 0-1 წავაგეთ, მიმდინარე სეზონში კი “კამპ ნოუზე” 2-2 ვითამაშეთ.
ბოლო 6 დაპირისპირებიდან “ბარსამ” “ვალენსიას” მხოლოდ 1 მოუგო – გასული სეზონის პირველ წრეში, “კამპ ნოუზე”, 5-2.
გასულ სეზონში ერთი ხანგრძლივი სერია შეწყდა – “ბარსელონას” “მესტალიაზე” 2008 წლის შემდეგ, ზედიზედ 14 მატჩში წაგება არ ჰქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც წავაგეთ. ამ სტადიონზე მოგება ყოველთვის გვიჭირდა. 21-ე საუკუნეში ვალენსიაში მხოლოდ 3-ჯერ მოვიგეთ 2 და ერთხელ 3 ბურთიანი სხვაობით. მაგალითად “რეალთან” ბევრად უკეთესი შედეგები გვაქვს.
ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით დღეს ძალიან რთული დაპირისპირება გველის.
არბიტრი
“მესტალიაზე” გასამართ დაპირისპირებას 37 წლის ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.
მარტინესმა მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ის უკვე სეგუნდა დივიზიონში მსაჯობდა, 2015 წელს კი მას დებიუტი ლა ლიგაშიც ჰქონდა.
ლა ლიგაში მარტინესს 116-ჯერ უმსაჯია. საშუალოდ ის 5.67 ყვითელ (ყველაზე მაღალი შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.26 წითელ (მე-9 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) აჩვენებს.
მარტინესი ლა ლიგის თამაშში საშუალოდ 28.32 ჯარიმას და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
სანჩეს მარტინესი ყველაზე იშვიათად “ბარსელონას” აჯარიმებს – საშუალოდ 9.75 ჯარიმა მატჩში. მეტოქე “ვალენსიას” კი საშუალოდ 13.18-ჯერ აჯარიმებს.
“ბარსელონას” შეხვედრაში მარტინესს მონაწილეობა 23-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა მატჩების 78% მოიგეს (18 თამაში), რაც ხოსე მარიას კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგია. დანარჩენი 5 დაპირისპირებიდან “ბარსამ” 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
სანჩეს მარტინესმა “ბლაუგრანას” ფეხბურთელი მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გააძევა (ლანგლე, 2 გაფრთხილების გამო), კატალონიელთა სასარგებლოდ კი 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. საპირისპიროდ მეტოქის ფეხბურთელს წითელი 6-ჯერ უჩვენა, “ბარსას” კარში კი 5 პენალტი დანიშნა.
სანჩეს მარტინესის მონაწილეობით გამართულ 12 მატჩში “ვალენსიას” 4 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება აქვს. “ღამურების” სასარგებლოდ მან 3 წითელი ბარათი აჩვენა და 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ 1 წითელი ბარათი აჩვენა და 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
საინტერესო ფაქტები
- ლა ლიგის ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან 9-ში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან 10 მოიგო;
- “ვალენსია” ბოლო 18 თამაშში მაქსიმუმ 2 გოლის გატანას ახერხებს, ლა ლიგაში კი ეს სერია 24 თამაშს ითვლის;
- ამ გუნდებს შორის “მესტალიაზე” გამართული ბოლო 8 თამაშიდან 7-ში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან 8-ში 2 ან მეტი გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 შეხვედრაში “ვალენსიას” ყოველთვის 2 გოლი გაჰქონდა;
- “ვალენსიას” ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან 6-ში გოლი ორივემ გაიტანა;
- ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან 8-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან 5-ში ანგარიში “ვალენსიამ” გახსნა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშში “ბარსელონა” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- “ვალენსიას” 5 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
- “ვალენსია” კარის მშრალად შენახვას 9 მატჩია ვერ ახერხებს;
- “ვალენსიას” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში 2 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ვალენსიას” ბოლო 6 თამაშში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- “ვალენსიას” ბოლო 5 თამაშში ანგარიში მეტოქემ გახსნა;
- “ვალენსიას” ბოლო 10 თამაშიდან 8-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
- “ბარსელონამ” ბოლო 8 თამაშიდან ანგარიშის გახსნა 6-ში მოახერხა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან 5-ში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან 7-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
“გრანადასთან” კრახის შემდეგ “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში 2 ცვლილებას ველით – ძირითადში დესტი და პედრი უნდა დაბრუნდნენ, რომლებიც რობერტოსა და მორიბას ჩაანაცვლებენ.
WhoScored
ვალენსია (4-4-2): სილესენი, კორეია, პაულისტა, გილამონი, გაია, ვასი, სოლერი, რაჩიჩი, ჩერიშევი, გუედეში, გომესი
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, დესტი, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, მესი, გრიზმანი
SofaScore
ვალენსია (4-4-2): დომენეკი, ვასი, პაულისტა, დიაკაბი, გაია, მუსა, რაჩიჩი, სოლერი, გუედეში, გომესი, გამეირო
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, დესტი, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, მესი, გრიზმანი
Marca
ვალენსია (4-4-2): სილესენი, კორეია, პაულისტა, ლატო, გაია, გილამონი, ვასი, რაჩიჩი, სოლერი, გომესი, გუედეში
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, დესტი, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა, მესი, გრიზმანი
პროგნოზი
- WhoScored: 1-1
- Sportskeeda: 0-2
- Sportsmole: 1-2
- Squawka: 1-2
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
დელ სეროს თუ ბარსას 37 თამაშში იმსაჯა, რატომ არცერთი რეალის მონაწილეობით?!
ანტი მადრიდისტაა და არ ენდობიან თუ კვალიფიკაციას უწუნებენ?!
არც ვიცოდი მორიბა აქ თუ ეგდო, ხო ვიძახდი ეგ მოივლის ევროპას რიგით გუნდებში და კარიერას 0 ტიტულით დაამთავრებს თქო. საინტერესოა ხელფასი რამდენი აქვს იმაზე მეტი რასაც ბარსაში ითხოვდა?
ისე რაღა მნიშვნელობა აქვს რას იზავს; რეალმა გუშინ მოიგო და 100% როგორც რამოსი ამბობს ხოლმე წინ 4 ფინალი დარჩათ და ისინი ამ შანსს ჩვენსავით არ გაანიავებენ. მითუმეტეს რამოსი უკვე ლონდონშიც ითამაშებს სრულად გამოჯანმრთელებული ისევე როგორც აზარი. ჩვენ რომ გადამწყვეტ თამაშში ატლეტიკოს მოვუგოთ ეს ზუსტად რეალის წისქვილზეა წყალი დასხმული, რეალს ჩვენი ატლეტიკოსთან ფრეც აწყობს ვინაიდან ატლეტიკო კარგავს იმ ორ ქულას რითაც ახლა ასწრებს რეალს. ერთადერთი გამოსავალი რო რეალი არ გაჩემპიონდეს ატლეტიკომ უნდა მოგვიგოს და ეს იქნება პირველი შემთხვევა როცა ბარსას წაგება გამეხარდება. ოღონდ ნუ იტყვით ახლა რომ, რეალს სევილია ელოდება და რო სევილიაც ჩემპიონობაზე იბრძვის და ასე შემდეგ. სევილიას რეალი ისე გადაუვლის როგოც ჭიანჭველას სპილო.
სხვათა შორის ერთი დატალი მინდა დავამატო:
კამპ ნოუზე ბარსა-ატლეტიკო უფრო ადრეა, ვიდრე რეალი-სევილია, მე არ მგონია ეს შემთხვევითი
ბარსა იძულებულია, რომ ატლეტიკოს 3 ქულა გაატანოს, თუმცა არავინ იცის იმ შედარებით სუსტ გუნდთან რას დაუკვეთავენ ატლეტიკოს
ისიც არაა გამორიცხული, რომ ასე, უბრალოდ ვალიადოლიდთან და უესკასთან გააგოროს ფრე და რეალი გააჩემპიონონ
რაც კატალონიამ დამოუკიდებლობა მოითხოვა, ფეხბურთი ესპანეთში უფრო პოლიტიზირებული გახდა და ზეწოლა მიდის, რომ ბარსა დაახრჩონ, დაზირონ და მის ფონზე უხსენებელი წამოსწიონ
სულით და გულით ვგულშემატკივრობ ჩელსის 1/2 ფინალში, არ მიყვარს ჩელსი, მაგრამ იგივეს ვიზამდი მის ადგილას ბავარია ან პსჟ რომ ყოფილიყო (არც ეგენი მეხატებიან გულზე)
ზიდანი არის ახალი იონ ნუნვაილერი და პერესი არის ევროპულად გადაკრასკული ჩაუშესკუს სპორტის მინისტრი, ევროპულად გადაკრასკული ჩაუშესკუები კი სათავეში ზიან
ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომას!
წინა ტურში ყოვლად მოულოდნელმა და აუხსნელმა მარცხმა "ბარსელონა" რთულ სიტუაციაში ჩააგდო. რონალდ კუმანის გუნდმა დარჩენილი ხუთივე შეხვედრა უნდა მოიგოს და თან იმედი იქონიოს, რომ "რეალი" დარჩენილ 4 მატჩში ქულებს დაკარგავს.
ისე რაღა მნიშვნელობა აქვს რას იზავს; რეალმა გუშინ მოიგო და 100% როგორც რამოსი ამბობს ხოლმე წინ 4 ფინალი დარჩათ და ისინი ამ შანსს ჩვენსავით არ გაანიავებენ. მითუმეტეს რამოსი უკვე ლონდონშიც ითამაშებს სრულად გამოჯანმრთელებული ისევე როგორც აზარი. ჩვენ რომ გადამწყვეტ თამაშში ატლეტიკოს მოვუგოთ ეს ზუსტად რეალის წისქვილზეა წყალი დასხმული, რეალს ჩვენი ატლეტიკოსთან ფრეც აწყობს ვინაიდან ატლეტიკო კარგავს იმ ორ ქულას რითაც ახლა ასწრებს რეალს. ერთადერთი გამოსავალი რო რეალი არ გაჩემპიონდეს ატლეტიკომ უნდა მოგვიგოს და ეს იქნება პირველი შემთხვევა როცა ბარსას წაგება გამეხარდება. ოღონდ ნუ იტყვით ახლა რომ, რეალს სევილია ელოდება და რო სევილიაც ჩემპიონობაზე იბრძვის და ასე შემდეგ. სევილიას რეალი ისე გადაუვლის როგოც ჭიანჭველას სპილო.
ეს რომ წავაგოთ არაფრის ღირსები არ ვიქნებით