“ლივერპულის” ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ “ბარსელონაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა.
“ბარსელონა” ჩემთვის, უმეტესწილად, ცხოვრების სკოლა უფრო იყო, ვიდრე ფეხბურთის. ადრეული წლებიდან იქ მეტოქის, თანაგუნდელების, მწვრთნელების და ყველას დაფასებას გასწავლიან, ვინც გვერდით იმყოფება. ეს პირადი სკოლაა.
ფეხბურთის კუთხით, იქ გარკვეული ტაქტიკური ცნებები არსებობს – ბურთის პოზიცია, მისი დაუფლების სურვილი, მასთან თამაში და სიზუსტის უნარი, როცა კართან ახლოს ხარ.
– ციტირებს ტიაგოს სიტყვებს Mundo Deportivo.
როგორ გავუშვით და გვარდიოლამ იცოდა, რო მაგის გამოსასყიდი სულ რაღაც 25 მილიონი იყო იმ დროს კონტრაქტის გადაწერამდე, ხოდა შეუჩნდა ამას და დაიყოლია უტვინო ბავშვი. ბარსას რა უნდა ექნა? ფეხბურთელს უნდოდა წასვლა და ბაიერნი გამოსასყიდს იხდიდა.
მოთრეულიყავი ზაფხულში ბარსაში რა გინდოდა მაგ ლივერპულში
თვითონ წავიდა, სათამაშო დროის გამო
ორი ძმიდან რაღა კარგს უშვებ და უარესს იტოვებ.. ვერ გამიგია..
ეს როგორ გავუშვით კიდევ არ მესმის😫
ეს უნდა დაგვებრუნებინა ან არტური არ უნდა გაგვეშვა.