workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ადასტურებს

ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ადასტურებს

“ბარსელონა” ადასტურებს, რომ ყოფილი ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა “ბლაუგრანაში” ბრუნდება. ის გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტიაგო სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს და ჰანსი ფლიკის ასისტენტი იქნება. ალკანტარას როლი მოიცავს ტატქიკურ ასპექტებში დახმარებასა და ვარჯიშების მომზადებას, ასევე გამოცდილების გაზიარებას გუნდის ყოველდღიური სამუშაოს გასამდიდრებლად.

ტიაგო მუშაობას დღეიდან უკვე შეუდგა.

ტიაგო ალკანატარა “ბარსას” სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2010-2013 წლებში ირიცხებოდა. მისი “ბარსელონური” მონაგარი 101 მატჩს, 11 გოლსა და 20 ასისტს მოითვლის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 12 სექ 2025, 15:02
    #3

    ვერ გავიგე ამის შარშან მოყვანა და ისევ გაშვება რა იყო? ან ახლა რა შეიცვალა?

  • Rick Sanchez
    schedule 12 სექ 2025, 02:51
    #2

    მიყვარს ეს კაცი