კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული კარის დარაჯი, ვიქტორ ვალდესი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ბრუნდება.
SPORT-ის ჟურნალისტის, ალბერტ როჟეს ინფორმაციით, 39 წლის ყოფილი ფეხბურთელი “ბარსას” ახალ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას უკვე შეუთანხმდა.
როგორც წყარო იტყობინება, ვალდესი “ლა მასიას” მეკარეების ერთ-ერთი მწვრთნელი და მათ მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი იქნება.
ვიქტორი “ბლაუგრანაში” 2002/14 წლებში ასპარეზობდა, 2019 წელს კი კატალონიელთა ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.
ახალგაზრდულ გუნდს რამდენ ხანს წვრთნიდა? ერთი თვე თუ მეტი. რაზე წავიდა არ მახსოვს.
ძალიან კარგი.იმედია მაგარი მეკარეები წამოვლენ ლა მასიიდან.პენიას და ტენასს უნდა მიეცეთ დრო,ნეტუ გასაყიდია