“ბარსელონას” ესპანელმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ, ხორხე ვალდანოს საავტორო გადაცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
სოციალურ მედიაში გადაცემის მცირე ნაწყვეტი ვრცელდება, სადაც პიკე ევროპის სუპერ ლიგასა და “ბარსელონასა” ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.
ფეხბურთელის გადმოსახედიდან, სუპერ ლიგა არის ცუდი პროექტი, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მსოფლიო ფეხბურთზე უარყოფითად იმოქმედებს.
ფეხბურთისთვის ნამდვილად ეს გვინდა? გვინდა, რომ “სევილია”, “ვალენსია”, “ევერტონი”, “ლესტერი” ან “ნაპოლი” გაქრეს? სუპერ ლიგა ამ კლუბებს ფასს ნულამდე დაიყვანს.
ლაპორტამ ჩაიბარა კლუბი, რომელიც ძალიან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. იგი “ბარსასთვის” საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.
– ამბობს პიკე.
გადაცემის სრული ვერსია დღეს, საღამოს, გამოქვეყნდება.
ამათ პერესს და ანიელს ამ მუზეუმის ექსპონატებს აქ ამერიკული მლს-ს ვარიანტი მოუნდათ, და ის ვეღარ გათვალეს იქაური და ევროპული ცხოვრების დონეც კი განსხვავდება საკმაოდ. იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ მთელი აღმოსავლეთ ევროპა უფასოდ უყურებს ფეხბურთს და კაი ფეხბურთის ყურებაც ასევე იაფად მოუნდებათ. ამიტომ არ არის გასაკვირი ესეთი ხმაურიანი გამოსვლები ამ გულშემატკივრების. სუპერ ლიგა იქნება ალბათ, მაგრამ არა პერესის და ანიელის ასე ერთი ხელის მოსმით შექმნილი. რო არ გაამართლოს და ის მაღალი შემოსავალი არ შემოვიდეს? იმ ბანკის ფულს მილიარდებს რო პირდება სუპერ ლიგას ვინ გადაიხდის ანიელი თუ პერესი? არცერთი. ამასაც ნელ-ნელა გულშემატკივრებს შეტენიან.
BarcaFan❤💙,
ბარსელონა და რეალი საერთოდ რომ გაცამტვერდეს მაინც ყველაზე დიდი რეპუტაცია ექნებათ მსოფლიო მასშტაბით
აჰა ამაას მაინც გაუგონეთ 11-14 წლის ღლაპებმა პროფესორობა რომ გიყვართ