რეშაკი: თუ "ბარსას" სუარესისგან ფულის მიღება სურს, ეს ბოლო შანსია

რეშაკი: თუ "ბარსას" სუარესისგან ფულის მიღება სურს, ეს ბოლო შანსია

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, კარლეს რეშაკმა, კლუბში მიმდინარე ცვლილებებისა და ლუის სუარესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

"თუ "ბარსას" სუარესის სანაცვლოდ ფულის მიღება სურს, ეს ბოლო შანსია. ისტორიულად, "ბარსელონამ" არ იცის თუ როგორ გამოიყენოს დიდი ფეხბურთელები. "რეალმა" რონალდუს ტრანსფერისას კარგი სამუშაო გასწია".

რეშაკის აზრით, დღეს, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშნვა სწორი არჩევანია.

"გუნდს ძლიერი ხელი სჭირდება. ადრეც ვამბობდი, რომ სეტიენი ცდილობს კარგი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ "ბარსელონას" გასახდელში კომპლექსური სიტუაციაა.

გუნდში კუმანის ტიპის მწვრთნელი უნდა მოვიდეს, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს", - თქვა რეშაკმა Cadena SER-თან ინტერვიუში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი "ბარსელონას" სათავეში უახლოეს დღეებში ჩაუდგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #8 18 აგვისტო 2020 21:17
    0
    და რა ფულზეა ლაპარაკი, 10 მილიონზე? 10 მილიონად ღირს სუარესის კლასი და გამოცდილება? მესმის რო ისეთი უალტერნატივო აღარ იყოს მარა გუნდში უნდა დარჩეს. კარგი ფლანგის შემტევები და კარგი ნახევარდაცვა თუ გვეყოლა სუარესი სეზონში 15-20 გოლს სულ გაიტანს. თან მეგობრის გარეშე დარჩენილი მოწყენილი მესი ნაღდად არ მინდა. ჯერ არ ვართ მზად სუარესის გასაშვებად. თორე რამდენად უნდა გაყიდონ რო ღირდეს. მაგდენს არავინ გადაიხდის. კუმანი კიდე არაფრის დამლაგებელი არაა გასახდელში. ახალგაზრდებთან კარგად იმუშაოს მთავარია თორე პიკეს და ამ კამანდას ვერავინ ვერაფერს დაულაგებს. სულ უკმაყოფილოები იქნებიან რაღაცით. ამიტო კუმანმა 2-3 ტოპ იგროკი გაგვიზარდოს რო ამათი წასვლა ნელ ნელა აჩქარდეს. ამაზეა საზრუნი და ამიტო მინდოდა პოჩეს მოსვლაც. პუჩის ფატის ტრინკაოს მატეუსის ფრენკის არაუხოს ათამაშება რაც გამოიწვევს პიკეს ბუსის სუას და მაგათ უმტკივნეულოდ ჩანაცვლებას. ეს მენტალიტეტი რო მოგვშორდეს ეს კამანდა ნელ ნელა უნდა წავიდეს და არა ერთიანად
    Culé [?]
    #7 18 აგვისტო 2020 18:39
    1
    მართალია
    Culé [?]
    #6 18 აგვისტო 2020 18:08
    0
    არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ სუა , ცარიელი კლასია ტიპი , მართალია სისწრაფე აღარ აქვს კა ხანია უკვე 33 წლისაა , მაგრამ მისი შრომა ახალგაზრდებს დიდ სამუშაოს გაუწევს ამიტომ მინიმუმ 1 სეზონით მაინც უნდა დავტოვოთ, სკამისთვის მასზე იდეალურს ვერავის ვერ ვნახავთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 აგვისტო 2020 17:47
    2
    მემგონი ისე მიდის ბაზარი რო მართლა უშვებენ რავი თან როგორც გავიგე მესის უპირებს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაყწნებას და თუ სიმართლეა აიაქსს უნდა სუა და ვან დე ბეეკში გავუცლაოთ მაინც ეგ ბიჭია კუმანის პირველი მოთხოვნა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 18 აგვისტო 2020 16:45
    0
    რა უნდა მოგვცენ განა რომ ამის ზამენობად არ ღირდეს მაგ თანხად?
    InFiNiTe8
    სტუმარი [?]
    #3 18 აგვისტო 2020 16:43
    0
    მართალია ფინანსურად, მაგრამ ჯერ შემცვლელი ჰო უნდა იყოს კარგი... ახლა მაგდენი თანხა არ აქვთ, ლაუტაროს თუ მოიყვანენ კი ბატონო, თუ ვერ მოიყვანენ თავდამსხმელს გაისად გაყიდონ.
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #2 18 აგვისტო 2020 16:32
    2
    ერთი თამაშის ჩავარდნისთვის სუა არ უნდა გავუშვათ, ის ერთ შანსს იმსახურებს! (ეს ჩემი პირადი აზრია)
    ფანი [?]
    #1 18 აგვისტო 2020 16:31
    3
    ვინც არ უნდა მოვიდეს მწვრთნელად ძალიან რთულ სიტუაციაში უხდება გუნდის ჩაბარება.