workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი ბრძოლას აგრძელებს

ვენგერი ბრძოლას აგრძელებს

 არსენ ვენგერი არ ნებდება… არავინ იცის რის მიღწევას ცდილობს ფრანგი სპეციალისტი. შეიძლება მას კაპიტნის შენარჩუნების იმედი ჯერ კიდევ აქვს, ან “ბარსელონასგან” უფრო მეტი ფულის მიღება სურს, თუმცა ფაქტი ერთია, ვენგერი ფაბრეგასს კლუბის დატოვების უფლებას არ აძლევს.

 “ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ გვინდა, რომ სესკ ფაბრეგასი “არსენალში” დარჩეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.” – განაცხადა ვენგერმა “არსენალის” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

 ასევე ვენგერმა დაამატა, რომ კლუბის პოზიცია ანალოგიურია სამირ ნასრისთან დაკავშირებითაც. ცნობილია, რომ ლონდონური კლუბის დატოვებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს ორი ფეხბურთელია. “ჩვენ ასევე ვიბრძოლებთ სამირ ნასის შესანარჩუნებლად” – ჯიუტად აცხადებს ვენგერი.

 მუსიე არსენი თავის კლუბთან ერთად გაემგზავრება აზიურ ტურნეში, თუმცა კატალონიელი კაპიტნის დატოვება მოუწევს. ფრანგი მწვრთნელი ამ დანაკლისს სესკის მიკრო ტრავმას აბრალებს: “ჩვენ მაქსიმალურად ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ფაბრეგასი ჩვენთან ერთად არ იმგზავრებს, რადგან მცირე ტრავმა აწუხებს კუნთთან დაკავშირებით. ის დარჩება ლონდონში და ტრავმას მოიშუშებს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward