workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ნიკო გონსალესის წარმომადგენლებს შეხვდა

ბარსელონა ნიკო გონსალესის წარმომადგენლებს შეხვდა

“ბარსელონა” სარეზერვო გუნდის იმედისმომცემ ფეხბურთელთან, ნიკო გონსალესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ “ბარსას” წარმომადგენლებმა მატეუ ალემანიმ და რამონ პლანესმა გონსალესის აგენტებთან პირველი შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, მაგრამ პირველმა შეხვედრამ კარგ გარემოში ჩაიარა. ორივე მხარე კონტრაქტის გახანგძლივებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

Cadena SER-ის ცნობით, კლუბს სურს, რომ 19 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა პრე-სეზონი პირველ გუნდთან ერთად ჩაატაროს. კატალონიელები ახალგაზრდა მოთამაშეს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებენ.

ნიკო გონსალესი “ბარსელონას” სკოლის აკადემიას 2018 წელს შეუერთდა. პერსპექტიულმა ფეხბურთელმა “ბარსა ბ-ს” რიგებში მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 13 აპრ 2021, 20:49
    #3

    კარგი ბიჭია.მაგარი ნახ.დაცვა წამოვიდა პედრი,პუჩი,მორიბა,დეიონგი,ახლა ესეც

  • Don_Andresito
    schedule 13 აპრ 2021, 15:41
    #2

    ნიჭიერი ბიჭია

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2021, 15:35
    #1

    ძალიან კარგი, არა გვაქვს ჩვენ იმის თავი ჯერჯერობით, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ვიყიდოთ უცხო კლუბებიდან.