workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოქროს ბუცის რეიტინგში ლიონელ მესი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა

ოქროს ბუცის რეიტინგში ლიონელ მესი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა

გასული კვირის თამაშების შედეგად ლიონელ მესი “ოქროს ბუცის” რეიტინგში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. არგენტინელმა 10 აპრილს გამართულ “კლასიკოში” მეტოქის კარი ვერ აიღო და “რეალთან” მშრალი სერია 7 მატჩამდე გაზარდა. “ტრიბუნას” ცნობით, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე რობერტ ლევანდოვსკია, რომელსაც 35 გოლი აქვს გატანილი და არგენტინელს 12 გოლით უსწრებს. მეორე ადგილზე კი 25 გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუა.

ევროპის “საუკეთესო შვიდეული” კი ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოსკი – 35 გოლი, 70 ქულა

2. კრიშტიანუ რონალდუ – 25 გოლი, 50 ქულა

3. ანდრე სილვა – 23 გოლი, 46 ქულა

4. ლიონელ მესი – 23 გოლი, 46 ქულა

5. ერლინგ ჰოლანდი – 21 გოლი, 42 ქულა

6. კილიან მბაპე – 21 გოლი, 42 ქულა

7. რომულუ ლუკაკუ – 21 გოლი, 42 ქულა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Peregrine Falcon
    schedule 15 აპრ 2021, 00:58
    #12

    ციტატა: Geo_Barca
    წელს პსჟმ თუ მოიგო ლიგა მბაპე აიღებს ოქროს ბურთს არადა ლევანას 2 ეკუთვნის ერთბაშად შარშანდელიც და წლევანდელიც.მოდრიჩს რო მიცეს 18ში ლევანამ 4 ჯერ მეტი გააკეთა მაგაზე ამ 2 წელში


    მოდრიჩმა რო აიღო.. მაგ წელს რინალდუ ჩემპიონთალიგზე იფრინააა დაა გუნდი რ დატოვა როარ გაეტანა და სასწაჟლეებს აკეთეებდაა .. ლევაანა მაგ დრკს რონალდუს არ აღემატებოდაა.

  • Don_Andresito
    schedule 14 აპრ 2021, 12:25
    #11

    ციტატა: Barca_MNS
    ამ სტატიასთან რა შუაშია, მაგრამ ნეიმარი როგორ გავჟშვით ჩემი კაი რა. რეები უკეთა ბაიაერნს ტიპმა. არ ვიცი აქ ოქროს ბურთზეც წერთ ბიჭებო, პსჟ- გუნდს დაამსგავსა მწვრთნელმა ჩვენისგან განსხვავებით, პიჩეტინიო გენიოსია, ხოდა რომ მოიგოს პსჟ-მ მბაპეს მგონი ვერ იღებს და ისევ ნეიმარს მისცემენ მარა რაიცი რა ხდება. ხვალ სენსაციებს ველი . აბა თქვენ იცით და მე ჩავის ველოდები მწვრთნელად იქ გაუტრუხდებოდა მაინც თამაში არ წაუგია ბოლობოლო😂😂🤣


    კაი რა ნეიმარი ბარსასთან სულ არ იყო,1/8 ფინალი მბაპემ მოუგო. 1/4 ფინალში ბოლოს შეეგდო ბაიერნს და ნეიმარი ანტიგმირი გახდებოდა იმდენი მაზა. პრესა მბაპეს უკეთესი აქვს, ეს სკანდალური სლეა ყველას თვალში, დუბლი ალიანც არენაზეც მბაპემ გააკეთა. თუ 1/2 ფინალში და ფინალში ნეიმარმა არ იფრინა და მბაპემ არ ჩააგდო, თან ლიგა უნდა დადონ, მაშინ 20% არი შანსი ნეიმარის, თორე ფრანს ფუტბოლის ყველა ხმა მბაპეზე წავა. უშანსოდაა მაგასთან ყველა. სამეულში უეჭველი შევა და კიდე 2 კაი იგრა დადოს ან ლიგა მოუგოს და პირვრლ ოქროს წაიღებს

  • Diana
    schedule 14 აპრ 2021, 09:26
    #10

    Barca_MNS,
    *ნეიმარი თავად წავიდა ფული ამჯობინა ბარსას 🙂 რაც შეეხება ოქროს ბურთს ობიექტურად რომ შევაფასოთ წინა და ამ სეზონის შემდეგ ლევანდოვსკი იმსახურებს , პოჩეტინოს აქვს რესურსი კუმანს კიდე ტრანსფერს ვერ უკეთებენ…

  • Barca_MNS
    schedule 14 აპრ 2021, 03:36
    #9

    ამ სტატიასთან რა შუაშია, მაგრამ ნეიმარი როგორ გავჟშვით ჩემი კაი რა. რეები უკეთა ბაიაერნს ტიპმა. არ ვიცი აქ ოქროს ბურთზეც წერთ ბიჭებო, პსჟ- გუნდს დაამსგავსა მწვრთნელმა ჩვენისგან განსხვავებით, პიჩეტინიო გენიოსია, ხოდა რომ მოიგოს პსჟ-მ მბაპეს მგონი ვერ იღებს და ისევ ნეიმარს მისცემენ მარა რაიცი რა ხდება. ხვალ სენსაციებს ველი . აბა თქვენ იცით და მე ჩავის ველოდები მწვრთნელად იქ გაუტრუხდებოდა მაინც თამაში არ წაუგია ბოლობოლო😂😂🤣

  • El Guaje
    schedule 14 აპრ 2021, 02:49
    #8

    DE PE FA,
    კლასიკოში მგონი კარგად ჩანდა თუ რატომ მიცეს მოდრჩის ოქროს ბურთი

  • DE PE FA
    schedule 13 აპრ 2021, 21:33
    #7

    ციტატა: Geo_Barca
    მოდრიჩს რო მიცეს


    დღემდე ვერავინ ხსნის მოდრიჩის ოქროს ბურთს🙃100% ვარ დარწმუნებული რონალდო რომ რეალში ყოფილიყო ის გახდებოდა გამარჯვებული(დამსახურებულად)და არა მოდრიჩი.🙃

  • El pistolero 9
    schedule 13 აპრ 2021, 20:47
    #6

    ლევანდოვსკი მხეციააა.მიეცით მაგ კაცს ოქროს ბურთი,ალალია

  • Geo_Barca
    schedule 13 აპრ 2021, 18:45
    #5

    წელს პსჟმ თუ მოიგო ლიგა მბაპე აიღებს ოქროს ბურთს არადა ლევანას 2 ეკუთვნის ერთბაშად შარშანდელიც და წლევანდელიც.მოდრიჩს რო მიცეს 18ში ლევანამ 4 ჯერ მეტი გააკეთა მაგაზე ამ 2 წელში

  • Diana
    schedule 13 აპრ 2021, 17:08
    #4

    ლევანდოსვკი დაბრუნდება მალე განაგრძობს გოლების გატანას , ლევანამ რომ არ აიღოს ძაან დიდი უსამართლობა იქნება

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2021, 15:44
    #3

    და რატოა მე-4. დაგეწერათ 3-4 ადგილებს იყოფსო.

    totti10-ს თუ აინტერესებს როდის გაუტანა ლეომ ძლიერ გუნდს უფრო ყურადღებით უნდა უყუროს ბარსას თამაშებს და ნახავდა რო ორიოდე კვირის წინ გაუტანა პსჟ-ს. გაუტანა საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი, და თუ პსჟ-ც არ არის ძლიერი გუნდი მაშინ როგორ მოუგო ბაიერნს სტუმრად.

  • Iniesta_8
    schedule 13 აპრ 2021, 14:53
    #2

    ლევანას ვერავინ დაეწევა. ტრავმა რომ არ მიეღო მესის 50 გოლიანი რეკორდი შესაძლოა დამხობილიყო.

  • Ronaldinho..
    schedule 13 აპრ 2021, 14:43
    #1

    რაღაც მეეჭვება ლევანდოვსკი სუ რო ვერ დანრუნდეს გაასწრონ მაგას კრმ და ლეომ