“ბარსელონას” ყოფილი სკაუტი სამხრეთ ამერიკაში ანდრე კური აცხადებს, რომ მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი შემტევები ვინისიუსი და როდრიგო თავის დროზე, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში აღმოჩენილიყვნენ.
ვინისიუსს “რეალზე” 3-ნახევარი წლით ადრე შევხვდით. თუმცა, საბოლოოდ მისმა აგენტებმა, რომლებსაც ჩვენთან შეთანხმება ჰქონდათ, გვიღალატეს. მათი კლიენტები ჩვენ ვიყავით და არა “რეალი”. მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. იმდენად კარგი მეგობრები ვიყავით, რომ ერთმანეთის ქორწილებში საუკეთესო სტუმრები ვიყავით.
ვინისიუსის აგენტები და მამა ბარსელონაში იმყოფებოდნენ. ვაგნერ რიბეირუმ “რეალის” პრეზიდენტს დაურეკა და ამის შესახებ შეატყობინა. პერესმა ისინი მადრიდში მიიწვია. მათ გვითხრეს, რომ მადრიდში გაფრინდებოდნენ, მაგრამა არაფერი მოხდებოდა, რადგან ფეხბურთელს “ბარსასთან” უკვე შეთანხმება ჰქონდა. ჩვენ სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა. ისინი ბარსელონაში დაბრუნდნენ, კონტრაქტი შევათანხმეთ, ხელი ჩამოგვართვეს… და ამის შემდეგ გაუჩინარდნენ. გვიღალატეს.
გადამწყვეტ მომენტში მათ ზურგში დანა ჩაგვარტყეს. ვინისიუსი “რეალში” გადასვლამდე 15 დღით ადრე ამბობდა, რომ “ბარსელონას” გულშემატკივარია, რომ ნეიმარი მისი კუმირია, მესი კი რონალდუზე უკეთესია.
როდრიგო? “რეალში” ვინისიუსში დარწმუნებულები არ იყვნენ და შიშობდნენ, რომ არასწორი ტრანსფერი განახორციელეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ ერთსა და იმავე ასაკის, ერთსა და იმავე პოზიციაზე ორი არაევროპელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდათ. რიდორიგოს დიდი ხანია ვიცნობ. მას “ბარსას” პროფილი ჰქონდა. მის აგენტთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. მე, ოსკარ გრაუ და პეპ სეგურა “სანტოსის” პრეზიდენტს ბრაზილიაში ორჯერ შევხვდით. ჩვენ შეთანხმებაზე თანახმანი ვიყავით, მაგრამ “სანტოსი” – არა და ფეხბურთელი “რეალში” გადავიდა.
“ბარსა” ვინისიუსში 18 მილიონ ევროს იხდიდა, როდრიგოში კი – 20 მილიონს. “რეალს” ვინისიუსი 60 მილიონი დაუჯდა, როდრიგო კი – 65 მილიონი. ჩვენსა და ფეხბურთელების კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა, რადგან “ბარსელონა” ამ მოთამაშეებში მეტს არ იხდიდა.
– ციტირებს ანდრე კურის სიტყვებს Sport.
ვინისიუსი “რეალს” 2018 წელს “ფლამენგოდან” შეუერთდა, როდრიგო კი 2019 წელს – “სანტოსიდან”.
ანდრე კურიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა ნეიმარის 2019 წელს “ბარსაში” შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებითაც.
მოკლედ რავა ყველა ჩვენ გვატყუებს რა უბედურებაა.
დემბელეს და ბრაიტვაიტის შემყურე კიდე ვინისიუსიღა გვაკლია
მოიცა თუ კაცი ხარ, ჩვენი დემბელეც გვყოფნის..
ტრაკში გაიკეთონ ორივე, რახან ცუდ დღეშია ბარსა არ ნიშნავს იმას რომ ყლინისიუსს და მაგაზე უარეს როდრგოს ნატრობდეს.
კიდე კაი რეალში წაათრიეს ვის რა ჭირად უნდა ეს ვინისიუსი
მადლობა უფალო ეგენიღავგვაკლდნენ სრული ბედნიერებისთვის
რა ჯანდაბად გვინდა ან ერთი და ან მეორე ფატი მირჩევნია ორივეს ერთად!
კიდევ კარგი, რომ ვერ დავითრიეთ, მორიგი დემბეელეები იქნებოდნენ.