ვისენტე დელ ბოსკე: მისი მსგავსი ტალანტის დაკარგვა ჩვენთვის კარგი არაა

ვისენტე დელ ბოსკე: მისი მსგავსი ტალანტის დაკარგვა ჩვენთვის კარგი არაა

“ფურია როხასა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ, EFE-სთან ინტერვიუში ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა. დელ ბოსკეს თქმით, წასვლის შემთხვევაში მესი ესპანურ ფეხბურთს ძალიან დააკლდება:

“არ ვიცი, იქნება თუ არა ეს მესის უკანასკნელი ელ კლასიკო, მაგრამ ერთი რამის დარწმუნებით მჯერა. ყოველთვის, როდესაც მის მსგავს ტალანტს ვკარგავთ, ჩვენთვის კარგი არ არის.”

ლეო “ბარსელონაში” ამჟამინდელი კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ბოლო წელს ატარებს. მის მიმართ ინტერესს პსჟ და “მანჩესტერ სიტი” იჩენენ, თუმცა ჟოან ლაპორტას მიაჩნია, რომ მესის დარჩენაში დარწმუნებას შეძლებს.

მესი 467 გოლითა და 206 საგოლე გადაცემით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    09 აპრ 2021, 21:23

    ციტატა: Zura Gviniashvili

    ციტატა: Lasha71
    უკაცრავად და მისი მსგავი ტალანტი რომელია?


    ბრაზილიელი კიჭა ის დაწყევლილი ტრამვა რომ არ მიეღო


    საქმეც იმ ტრამვაშია, რომ კიჭამ მიიღო ლეომ კი არა. მაგრამ კიჭას ძირითადი პრობლემა მის წონაში იყო, და ტრამვიანობაც აქედან მოდიოდა.

  • Zura Gviniashvili
    09 აპრ 2021, 13:04

    ციტატა: Lasha71
    უკაცრავად და მისი მსგავი ტალანტი რომელია?


    ბრაზილიელი კიჭა ის დაწყევლილი ტრამვა რომ არ მიეღო

  • El pistolero 9
    09 აპრ 2021, 12:15

    ამის ნაკრები გვარდიოლას ფეხბურთელებით გაიქაჩა და ტიტულები ამას ჩაეწერა მოგებულად

  • Lasha71
    09 აპრ 2021, 03:38

    უკაცრავად და მისი მსგავი ტალანტი რომელია?

  • buxo
    08 აპრ 2021, 23:21

    ციტატა: Nikabedinadze

    ციტატა: buxo
    ამას მაგარ დროს მოუწია ნაკრების თავკაცობა. 2ევროპის, მსოფლიოსთან ერთად და ერთი ფრაზის გამო ვაფასებ ამკაცს ბუსკეცზე რაც თქვა <3

    buxo,
    buxo,
    რა თქვა?


    "უყურებ თამაშს და ვერ ხედავ ბუსკეცს, მაგრამ უყურებ ბუსკეტსს და მთლიან თამაშს ხედავ"

  • Nikabedinadze
    08 აპრ 2021, 22:52

    ციტატა: buxo
    ამას მაგარ დროს მოუწია ნაკრების თავკაცობა. 2ევროპის, მსოფლიოსთან ერთად და ერთი ფრაზის გამო ვაფასებ ამკაცს ბუსკეცზე რაც თქვა <3

    buxo,
    buxo,
    რა თქვა?

  • buxo
    08 აპრ 2021, 22:32

    ამას მაგარ დროს მოუწია ნაკრების თავკაცობა. 2ევროპის, მსოფლიოსთან ერთად და ერთი ფრაზის გამო ვაფასებ ამკაცს ბუსკეცზე რაც თქვა <3