workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტამ “ბარსელონას” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

ლაპორტამ “ბარსელონას” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

La Vanguardia-ს ცნობით, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, კლუბის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ჩავიერ დე ლას მორასი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აღნიშნულ პოსტზე დე ლას მორასი 2015 წელს, ჟოზეპ მარია ბართომეუმ დანიშნა. მას ფერან ლოპესი შეცვლის. ლოპესი, აქამდე, კატალონიის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო პერიოდში, კლუბში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა. კერძოდ, “სიუტატ ესპორტივას” მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრები ფეხბურთელებთან ახლო კონტაქტში შესვლას მარტივად ახერხებდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 22:26
    #4

    სეზონის პირველ თამაშში იყო არა, ვიღაცა რო გადავიდა მოედანზე. მაყურებლის გარეშე სტადიონზე კარებზეც გადაძვრა და მოედანზეც შეირბინა ტიპმა, რანაირი უსაფრთხოებაა ეს გასაგდები ყოფილა კიდევ კაი ხანი დაუტოვია. ეტყობა ძალიან ბევრი გასაშვებია და ცოცხალი რიგი მიდის.

  • Erekle
    schedule 07 აპრ 2021, 20:39
    #3

    Vaa rato

  • Kaka
    schedule 07 აპრ 2021, 18:50
    #2

    სუამ ტრამვა მიიღო და კაი ხანს გამოტოვებს 2-3 კვირას.

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2021, 18:27
    #1

    ბართომეუს ყოფილი მუშაკები უნდა დაიფრინო გუნდიდან ერთიანად