“ბარსელონამ” კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა – ჟოან ლაპორტას ბორდმა თანამდებობიდან ამჯერად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ფერან ლოპესი დაითხოვა. ამ ინფორმაციას ARA-ს ჟურნალისტი, ჩავი ერნანდეს ნავარო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლოპესი მოლოდინებს ვერ ამართლებდა და კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა ლაპორტა დაარწმუნა, რომ მისი გაშვების დრო ახლა იყო.
ARA-ს მტკიცებით, ლოპეს ფეხბურთელებისა და მწვრთნელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებდა, რისი ერთ-ერთი დადასტურებაც “ელ კლასიკოს” შემდეგ გულშემატკივართა მიერ რონალდ კუმანის მიმართ გამოხატული აგრესია იყო.
ARA-ს მტკიცებით, ლოპეს ფეხბურთელებისა და მწვრთნელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებდა, რისი ერთ-ერთი დადასტურებაც "ელ კლასიკოს" შემდეგ გულშემატკივართა მიერ რონალდ კუმანის მიმართ გამოხატული აგრესია იყო???
ერთი კაი საქმე მაინც გაუკეთებია, კუმანზე რო გული მოაფხანინა გულშემატკივრებს.
ბართომეოს მოყვანილი ყველა გასაგდებია, მემგონი თვითონაც და მისი მთელი შტაბი მადრიდისტები იყვნენ