workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუ მორეი: ჰოლანდთან ბარსელონაზე არ მისაუბრია

მატეუ მორეი: ჰოლანდთან ბარსელონაზე არ მისაუბრია

“ბარსელონას” სკოლის აღზრდილმა, “დორტმუნდის” ახლანდელმა მარჯვენა მცველმა, მატეუ მორეიმ “ლა მასიას” დატოვებისა და ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

მორეი “ბარსას” სკოლის აკადემიაში 2015 წელს 15 წლის ასაკში ჩაირიცხა. მან კატალონიური კლუბი 2019 წელს დატოვა, რის შემდეგაც სწორედ “დორტმუნდს” მიაშურა.

იმ დროს ვფიქრობდი, რომ სცენარის შეცვლა უკეთესი იქნებოდა. არ შევმცდარვარ. გარკვეულ პერიოდში, განსაკუთრებით პეპ გვარდიოლას დროს, “ლა მასია”, ფაქტობრივად, პირველი გუნდის ნაწილი იყო. მას შემდეგ “ბარსამ” ახალგაზრდა ფეხბურთელების ნდობა დაკარგა. ეს კლუბში მყოფ ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ.

“ბარსელონას” ინტერესი? ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, ვარ თუ არა მათ რადარზე. ახლა ფოკუსირებული მხოლოდ “დორტმუნდზე” ვარ.

ჰოლანდისთვის არც “ბარსას” და არც “რეალის” შესახებ არაფერი მიკითხავს. ჩვენ მეგობრები ვართ. ცხოვრებისეულ საკითხებზე ვსაუბრობთ. ვლაპარაკობთ ბუნდესლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე, სხვა არაფერზე. თუ ის წავა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება.

– ციტირებს მორეის სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 06 აპრ 2021, 11:04
    #2

    ეს ვიღას აინტერესებს, საიდან გამოძვრებიან ხოლმე და იწყებენ ჭკვიანურ ლაპარაკს.

  • El pistolero 9
    schedule 05 აპრ 2021, 21:20
    #1

    თუ კატასტროფული ხელფასი მოითხოვა და რაც დაიწერა(20-20 აგენტს და მამას და მესის მერე ყველაზე დიდი ხელფასიო) მაშინ არ გვინდა ამის ფულის ხამი დედა ვატირე,ეგეთები უმეტესწილად ბევრს ვერაფერს აღწევენ ფეხბურთში