“ლაიფციგის” 22 წლის ფეხბურთელმა, დანი ოლმომ, The Players Tribune-თან ჩაწერილ ინტერვიუში, “ბარსელონაში” გატარებული პერიოდი და ზაგრების “დინამოში” გადასვლა გაიხსენა.
ოლმო “ბარსაში” 9 წლის ასაკში ჩაირიცხა და “ლა მასიაში” 7 წელი დაჰყო.
“ბარსას” ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება. პატარა ბავშვები “ბარსელონაში” მოხვედრაზე ოცნებობენ და მზად არიან, ამისთვის, ყველაფერი გაიღონ.
“კამპ ნოუ” წმინდა მიწაა, იქ თამაში საოცარია.
მისი თქმით, კატალონიაში დარჩენა მის განვითარებას შეაფერხებდა. ამიტომაც, 2014 წლის ზაფხულში, ზაგრებს მიაშურა.
თავიდან, კლუბში არ სჯეროდათ, რომ ხორვატიაში გადავდიოდი. “ბარსელონადან” ხორვატიაში არავინ წავა, არავინ, თუმცა მე ეს გავაკეთე. როგორც კი მამაჩემმა შემოთავაზების შესახებ მითხრა, მაშინვე დავთანხმდი. კომფორტის ზონიდან უნდა გამოვსულიყავი.
მამაჩემმა მითხრა, რომ “დინამოს” ჩემ გარშემო ახალი პროექტის აშენება სურდა. ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ფაქტს, რომ “დინამო” ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში არ გამოდიოდა. თამაში მჭირდებოდა, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა “ბარსელონას” სისტემაში დავკარგულიყავი, მორიგი ჩვეულებრივი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და პირველი გუნდისთვის ვერც მიმეღწია.
ახლა, ჩემი ასაკობრივი გუნდიდან ყველა სხვა კლუბში თამაშობს, პირველ გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია. მე, კარლეს ალენია, მარკ კუკურეალია და კარლეს პერესი ერთ გუნდში ვიყავით. “ბარსაში” მხოლოდ ალენია დარჩა და ისიც იჯარით სხვაგან თამაშობს.
– თქვა ოლმომ.
ხორვატიაში გატარებული 5 წლის შემდეგ, ოლმო, 22 მილიონ ევროდ, “ლაიფციგმა” შეიძინა. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 38 მატჩი, 4 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
იმიტომაც ხარ ლაიფციგში ვისაც არ შეეშინდა კია გუნდის ლიდერი
ეს ბევრს რო ატრ-კებს, ეთამაშა მესივით და არავინ ხელს არ მოკიდებდა. ეხლა გოლი გაიტანა ნაკრებში და დარწმუნებულია რო ოქროს ბურთზე იბრძვის ალბათ. ოდნავ მოთმენა არა აქვთ ამ ახალგაზრდებს პირდაპირ ძირითადში უნდათ მოხვედრა, ან პედრივით ეთამაშა მაშინ. ისე რომ ვინც ძირითადში არ ხდებოდა და გაიქცა, ლაპორტას თქმის არ იყოს უკან არც უნდა დააბრუნონ.
მაგარი ბიჭია მარა მეც მჯერა რო დაიკარგებოდა ბარსელონაში,თან ბართომეოს პერიოდში თორე ისე რათმქაუნდა მოვიდოდა პირველ გუნდამდეც..
იქნებ დაბრუნდებოდეს მარა გაუგებარია 27 მილიონს თუ რაღაცას ითხოვდა ზაგრები და როგორ არვიყიდეთ.
მევასება ნახევარმცველს რო დარტყმა უყვარს და გამოდის,აბა ჩვენ არ გვეღირსა მგსავსი ტიპის იგროკი,პედრი დეიონგი ბუსკეცი პუჩი რეალურად დარტყმაზე დღევანდელ ბარსას ნახვერცმვალები არც ფიქრობენ.. ცუდია
ალენიას მიეცა შანსი მარტო მაგათგან, პერესი თამაშობდა ბარსაში, თან თავდამსხმელის პრობლემა გვქონდა და მაშინ გაყიდეს. კუკურელიასაც არ აცალეს. თორე ფირპოზე ნაკლები რითია? ამასაც მიასუხარებდნენ მარა ფაქტია განვითარდა ეს ბიჭი. პედრის პოზიციაა მარა სიამოვნებით მოვიყვანდი კოუს ნაცვლად. უბრალოდ დავაგვიანეთ. 30 ად რო შეგვეძლო ყიდვა დავიკიდეთ და ეხლა კი დააფასებს ლაიფციგი 60-65-ს
ვინც ჩამოთვალა იქედან კარლეს პერესი გამოდგა ყველაზე მაგარი.რომაში მაგრად ყომარობს
ეს რად გვინდა ვერ ვხვდები
უნდა დააბრუნოს ლაპორტამ ეს სახლში