workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას პრიორიტეტი ილაიშ მორიბას კონტრაქტის გახანგრძლივებაა | MD

ბარსელონას პრიორიტეტი ილაიშ მორიბას კონტრაქტის გახანგრძლივებაა | MD

მიმდინარე სეზონში კატალონიის “ბარსელონაში” კიდევ ერთი ტალანტი, ილაიშ მორიბა გამოჩნდა, რომელმაც უკვე სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამჟამად “ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” პრიორიტეტი – 18 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

როგორც წყარო იტყობინება, “ბარსას” ხელმძღვანელებს სურთ, წარმოშობით გვინეელის ახალ აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყონ და შეთანხმებას მიაღწიონ.

გარდა ამისა, ახალი ამბავი არაა, რომ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი თავისი თანამემამულის, ჯორჯინიო ვეინალდუმის დამატებას ითხოვს, რომელიც “ლივერპულის” დატოვებასთან ახლოსაა.

მიუხედავად ამისა, მორიბას კარგი თამაშის ფონზე, რასაც ნიდერლანდელის პოტენციური ხელფასიც ემატება, ეს ტრანსფერი სათუო ხდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2021, 14:37
    #11

    როგორც წყარო იტყობინება, "ბარსას" ხელმძღვანელებს სურთ, წარმოშობით გვინეელის ახალ აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყონ და შეთანხმებას მიაღწიონ.
    Tsitsi-ს ხელწერა ყოველთვის იგრძნობა, და რატო არ წერთ მაგალითად ლეოს წარმოშობას? ის ხომ იტალიელია. ან ტერ შტეგენისას რომელიც ჰოლანდიელია და საერთოდ გვარიც ასე იკითხება ტერ სტეგენ.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 31 მარ 2021, 20:46
    #10

    ციტატა: me da barca
    კოუტინიო, პიანიჩი და ზე ტალანტი ალენია გასაყიდია სამივე, პუჩი მენანება. მურაბა იტყვის თავისს სიტყვას, ჯერ ბოვშვია.


    არ გაიჩალიჩო პუჩის გამოსარჩლებაზე laughing

    ციტატა: El pistolero 9
    ნახ.დაცვაში ვეინალდუმის დამატებით მაგარი კოლექტივი შეიკრიბება.საყრდენები ბუსკეცი და დე იონგი.ცენტრალური ნახ.მცველები ვეინალდუმი და მორიბა.შემტევი ნახ.მცველები პედრი და პუჩი.ფერნანდესი და პიანიჩი უნდა წავიდნენ.პიანიჩს მლს-ში გავუშვებდი კარგ ფასად


    პუჩის ამ სიაში შეყვანისთვის იმედია თავს არ დაგესხმებიან რომ მისი ადგილი არ არის ბარსელონაში.

  • El pistolero 9
    schedule 31 მარ 2021, 20:18
    #9

    ნახ.დაცვაში ვეინალდუმის დამატებით მაგარი კოლექტივი შეიკრიბება.საყრდენები ბუსკეცი და დე იონგი.ცენტრალური ნახ.მცველები ვეინალდუმი და მორიბა.შემტევი ნახ.მცველები პედრი და პუჩი.ფერნანდესი და პიანიჩი უნდა წავიდნენ.პიანიჩს მლს-ში გავუშვებდი კარგ ფასად

  • M10 S9 D11
    schedule 31 მარ 2021, 19:51
    #8

    ვეინალდუმი მაინც მოსაყვანია ბაიერნს სიტის რეალს იუვენტუს რავი გრანდებს მორობათი ვერ ვეთამაშებით ჯერმ

  • Always cule
    schedule 31 მარ 2021, 19:48
    #7

    რატომაც არ იქნება პრიორიტეტი

  • me da barca
    schedule 31 მარ 2021, 17:26
    #6

    კოუტინიო, პიანიჩი და ზე ტალანტი ალენია გასაყიდია სამივე, პუჩი მენანება. მურაბა იტყვის თავისს სიტყვას, ჯერ ბოვშვია.

  • ბასქუ10
    schedule 31 მარ 2021, 17:07
    #5

    ვფიქობ ვეინალდუმი მაინც უნდა მოიყვანონ

  • nika 54
    schedule 31 მარ 2021, 16:05
    #4

    როგორც წყარო იტყობინება, "ბარსას" ხელმძღვანელებს სურთ, წარმოშობით გვინეელის ახალ აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყონ და შეთანხმებას მიაღწიონ.
    რატომაც არა ეკუთვნის.

  • LM10RG10
    schedule 31 მარ 2021, 16:01
    #3

    დეიონგი პედრი მორიბა ძაან დიდი ხანი იქნება ბარსელონას ცენტრიი❤️

  • antonio
    schedule 31 მარ 2021, 16:00
    #2

    დე იონგი პედრი მორიბა ბუსკეტსი და იყოს ვეინალდუმიც ხუთი ძლიერი ნახევარმცველი აუცილებელია რიკი უნდა გაყიდონ არ გამოვა მაგისგან არაფერი პიანიჩი და კოუტინიოც მიაყოლონ

  • Diana
    schedule 31 მარ 2021, 15:57
    #1

    მორიბა უნდა დავტოვოთ