MD | ბრაიან ხილი “ბარსას” სამიზნე არ იქნება

MD | ბრაიან ხილი “ბარსას” სამიზნე არ იქნება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “სევილიას” საკუთრებაში მყოფი ბრაიან ხილი “ბარსელონას” ზაფხულის სამიზნე აღარ იქნება.

ხილი ახალგაზრდა ტალანტი და პერსპექტიული მოთამაშეა, თუმცა 20 წლის ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო “ბარსასთვის” ძვირი ფუფუნებაა, იმის გათვალისწინებითაც, რომ კლუბს სულ სხვა პრიორიტეტები აქვს.

როგორც უკვე ხშირად დაიწერა, “ბლაუგრანას” უპირველესი მიზანი ლეო მესისა და უსმან დემბელეს კონტრაქტების გახანგრძლივებაა, ისევე როგორც თავდამსხმელის შეძენა. სატრანსფერო ბიუჯეტის შესავსებად კი ხელმძღვანელობა 9 ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ბრაიან ხილი “ეიბარის” შემადგენლობაში გამოდის და ჩატარებულ 22 შეხვედრაში 3-3 გოლი და ასისტი აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 26 მარ 2021, 16:54
    #9

    აი ეს უკეთესად გამოვიდა შეცვლაზე ვიდრე პედრი.

  • gio-rakitich
    schedule 26 მარ 2021, 14:04
    #8

    Cruyfs gavs ucbad rom shexedav😂

  • ბასქუ10
    schedule 26 მარ 2021, 12:30
    #7

    ტრინკაუ, დელაფუენტე, კოლადო- ამ სამ ფეხბურთელს მეტი დრო, რა ბრაიან ხილი როცა გუნდში ასეთი ტალანტები გყავს რაღატო უნდა გადაყარო მითუმეფეს ამხელა თანხა

  • El pistolero 9
    schedule 26 მარ 2021, 11:15
    #6

    M10 S9 D11,
    აი ტრინკაუს რო იმდენი დრო მიეცეს რამდენიც ამას ეძლევა ტოპ ტალანტი იქნებოდა.კოლადოც ამის დონეზე ითამაშებს ლა ლიგაში და 40 მილიონის გადაყრა ფეხბურთელში რომლის დონეზე მოთამაშე 2 ფეხბურთელი გუნდში გყავს ძაან ძაან უაზრობაა

  • Messi10
    schedule 26 მარ 2021, 02:51
    #5

    მკვახეა ჯერ

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 23:35
    #4

    ბარსა ბ-ში დარწმუნებული ვარ ამაზე უკეთესებიც იქნებიან. მგონი დამთავრდა უაზრო ფულის ფლანგვა, ან სადაა გასაფლანგი, ბართუშა მავნემ გამოშიგნა ხაზინა. 40 მილიონად , 145 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელს ვერ გავყიდით დიდი ალბათობით ისე მიდის საქმე.

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 22:13
    #3

    კიდე კაი, არ გვჭირდება არაფერში

  • M10 S9 D11
    schedule 25 მარ 2021, 22:05
    #2

    რა ბრაიან ხილი ამას ჩვენი ბიჭები სკამიდან არ ააყენებენ

  • NEYBarca
    schedule 25 მარ 2021, 21:41
    #1

    ვაა ბრაისვეიტს გოლი გაუტანია😁